
ექსკლუზივი
დღეს, სოხუმში, დე–ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის შენობის წინ, სოხუმში არსებული სანატორიუმების თანამშრომელთა აქცია–მიტინგი გაიმართა. ინფორმაცია მიტინგის შესახებ აფხაზურმა ტელეკომპანიამ, „აბაზა - tv“-მ გაავრცელა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სანატორიუმის თანამშრომლები, საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც თანამშრომლებსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შორის კონფლიქტის დარეგულირებაზე იმუშავებს.
კონფლიქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სანატორიუმის თანამშრომლებს შორის, მერვე თვეა გრძელდება. მიზეზი, გაუცემელი ხელფასებია.
სოხუმში ორი სანატორიუმი ე.წ „MBO“ და „PBO“ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში 2008 წლიდან გადავიდა. სანატორიუმებში, რუსი ოფიცრები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ . მერვე თვეა რუსული მხარე დაქირავებულ თანამშრომლებს ანაზღაურებას არ უხდის
მალხაზ ბასილაია
რადიო "ათინათი"
No comments:
Post a Comment