Saturday, May 21, 2011

ბათუმელი მძღოლების ნაწილი დააჯარიმეს და ნაწილს მანქანები ჩამოართვეს

ბათუმში, საპატრულო პოლიციამ დღეს დილით, 200-მდე მძღოლის ნაწილს მიკროავტობუსი ჩამოართვა. პოლიციამ მანაქანები ევაკუატორით საჯარიმო მოედანზე გადიყვანა, ნაწილს კი ჯარიმა გამოუწერა. ჯარიმის ოდენობა 500დან 1000 -ლარამდე მერყეობს.
მძღოლებს აჭარის სხადასხვა რეგიონიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, აქციებზე მხარდამჭერები უნდა გადაეყვანათ. ერთ-ერთი მძღოლის განცხადებით, მანქანების ჩამორთმევის მიზეზად საპატრულო პოლიციამ, მოძრაობის წესების დარღვევა დაუსახელათ.
მძღოლები ამბობენ, რომ გადაჭარბებული სიჩქარე, ტექნიკური გაუმართაობა, გზის არასწორად გადაკვეთა და სხვა მსგავსი სახის დარღვევა, ჯარიმის გამოწერას ითვალისწინებს და არა ტრანსპორტის ჩამორთმევას.
როგორც მძღოლები ამბობენ, ისინი აჭარის სამართალდამცავებმა განყოფილებაში დაიბარეს და აქციაში რაიმე სახით მონაწილეობა აუკრძალეს. „იყო გაფრთხილება, მუქარა და დაშინება“ - გვითხრა ერთერთმა მძღოლმა. მძღოლები ვინაობის გამხელისაგან თავს იკავებენ, ნაწილმა აქციაზე „სახალხო კრების“ მხარდამჭერების ტრანსპორტირებაზე უარი განაცხადა.



ზურა ბაუჟაძე

No comments:

Post a Comment