საპატრულო პოლიციამ "სახალხო კრების" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზამირა ღადუას მძღოლი,სიჩქარის გადაწარბებისთვის, 100 ლარით დააჯარიმა. თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად მიმავალი ღადუას ავტომობილი, პატრულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყართან გაააჩერა. ამის შესახებ, "თავისუფალ სიტყვასთან" საუბრისას თავად ღადუამ განაცხადა.მისივე თქმით, ის ამას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავსირებს.
ზუგდიდელი აქტივისტები, დღეს დილით, თბილისში სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით გაემგზავრნენ. ზამირა ღადუას განცხადებით, ზუგდიდიდან სულ 500-მდე აქტივისტი გაემგზავრა და ამ წუთებში ისინი უკვე თბილისში,თავისუფლების მოედანზე არიან.
No comments:
Post a Comment