Sunday, June 5, 2011

ინფლაციის დონე 14,3 %-მდე გაიზარდა



2011 წლის მაისში 2010 წლის მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 14,3 პროცენტი შეადგინა, განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. ამავე სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციამ მიმდინარე წლის მარტში 13.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო აპრილში 13.5 პროცენტი.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 30,7 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 12,6 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე – 93,7 პროცენტი, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 41,3 პროცენტი, ზეთსა და ცხიმზე – 34,5 პროცენტი, პურსა და პურპროდუქტებზე – 25,8 პროცენტი, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 23,3 პროცენტი.

ტრანსპორტზე ფასები 8,7 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, ამ ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,9 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა საწვავზე – 21,4 პროცენტი.

2011 წლის მაისში 2010 წლის მაისთან შედარებით ფასების 13,1 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა კავშირგაბმულობის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,5 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

"ჩვენ ველით, რომ საწვავის და საკვების ფასების სტაბილიზაციასთან ერთად ინფლაცია ივნისიდან კლებას დაიწყებს,“ –საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალურმა წარმომადგემელმა საქართველოში ედუარდ გარდნერმა ზუსტად ერთი თვის წინ განაცხადა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მიმდინარე წლის 13 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%–ზე დატოვა. ეროვნული ბანკის მაშინდელი განცხადებით, წლის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ინფლაციის დონის შემცირება ერთნიშნა მაჩვენებლამდე, ამიტომაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საჭიროდ არ მიიჩნია.

მომზადებულია “საქსტატის“ მონაცემების მიხედვით

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete