Saturday, June 4, 2011

დევნილი ციალა ქობალია ერთადერთ გამოსავალს თავის დაწვაში ხედავს



ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარის, ე.წ კანტორის დასახლებაში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი ციალა ქობალია საკუთარი გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად თავის დაწვას მიიჩნევს. ის დასახლებაში ავადმყოფ შვილთან ერთად ცხოვრობს და მისივე თქმით,არანაირი დახმარება არ ეძლევა. ქობალიას განცხადებით, მათი ყოფა ყოველდღიურად უფრო გაუსაძლისი ხდება. ბოლო პერიოდში კი, სოციალურ სიდუხჭირეს უშუქობაც დაემატა.

კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს უკვე ოცი დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ციალა ქობალიას განმარტებით, დევნილთა და განსახლების სამინისტროდან ელექტროენერგის დავალიანების დასაფარად გამოყოფილი თანხები, ისევ სახელმწიფო ბიუჯეტს დაუბრუნდა.ამის მიზეზის გასარკვევად დევნილებმა სხვადასხვა ინსტანციებს მიმართეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.ციალა ქობალია დახმარების თხოვნით დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიმართავს.

დევნილთა სამსახურის სამეგრელო–ზემო სვანეთის წარმომადგენლის ლევან მიქაიას განმარტებით, სანამ თითოეული მათგანი დავალიანებას ინდივიდუალურად არ გადაიხდის, ელექტროენერგიის მიწოდება არ აღუდგებათ. მისივე თქმით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო დევნილების მიერ გახარჯული ელექტროენერგიის დავალიანებას იმ შემთხვევაში იხდის, თუკი თანხა 22 ლარს არ აჭარბებს.

(გამოსასვლელი დღეების გამო, სამინისტროსთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ორშაბათს, აღნიშნულ საკითხზე, სამინისტროს კომპეტენტური თანამდებობის პირისგან კომენტარის მოპოვებას შევეცდებით)

მალხაზ ბასილაია

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete