Saturday, June 4, 2011

ARTICLE 19 მოუწოდებს პრეზიდენტ სააკაშვილს დაგმოს 26 მაისს ჟურნალისტებზე განხორციელებული შეტევები



საერთაშორისო ორგანიზაციამ „გლობალური კამპანია გამოხატვის თავისუფლებისა-
თვის" (ARTICLE 19), 3 ივნისს წერილით მიმართა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მოუწოდა მას, დაგმოს ჟურნალისტებზე განხორციელებული შეტევა, უზრუნველყოს ამ ძალადობათა „დამოუკიდებელი, სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება."

Media.Ge გთავაზობთ მისთვის მოწოდებული წერილის სრულ ვერსიას, რომელსაც ხელს აწერს ანიეს კალამარი (Agnès Callamard), ARTICLE 19-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მოგმართავთ ორგანიზაცია "მეცხრამეტე მუხლის", გლობალური კამპანია გამოხატვის თავისუფლებისათვის (ARTICLE 19) სახელით, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა წუხილი პოლიციის სპეცრაზმის მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ 2011 წლის 26 მაისს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე. მოგიწოდებთ, დაგმოთ 26 მაისს ჟურნალისტებზე განხორციელებული შეტევები და უზრუნველყოთ პოლიციის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტური, დამოუკიდებელი, სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება შესაბამისი ორგანოების მიერ.

"მეცხრამეტე მუხლი" თვალს ადევნდებდა 2011 წლის 26 მაისს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას, რის შედეგადაც რამოდენიმე ჟურნალისტი დაშავდა პოლიციის სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისში განხორციელებული ქმედებების დროს. მათ შორის არიან თამაზ კუპრეიშვილი "ნეტგაზეთიდან", დარეჯან პაატაშვილი "ინტერპრესნიუსიდან", ნატო გოგელია "გურია ნიუსიდან" ზაირა მიქატაძე "რეზონანსიდან" დავით მჭედლიძე Media.ge-დან", დიანა ხოფერია რადიო "ობიექტივიდან", ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი "ასავალ-დასავალიდან." ასევე ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ კამერები ჩამოართვა "პალიტრა TV"-ს ჟურნალისტს ავთანდილ სურმავას, "ნეტგაზეთის" ჟურნალისტებს თამაზ კუპრეიშვილს და ნესტან ცეცხლაძეს.

გვსურს, მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება არის საკითხი, რომელიც ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას. Gგამოხატვის, ინფორმაციისა და მედიის თავისუფლება არსებითია ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოებისათვის.

ზუსტი, დროული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება უმნიშვნელოვანესია კრიზისის მოგვარებისა და შესაძლო დანაშაულების გამოსააშკარავებლად. არსებითია, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გააშუქონ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოხატული პროტესტი. Aარამხოლოდ მედიასა და ჟურნალისტებს აქვთ პროტესტის გაშუქების უფლება, არამედ საზოგადოებასაც აქვს უფლება, მედიისაგან მიიღოს ინფორმაცია ხელისუფლებისა და დემონსტრანტების პოზიციების შესახებ. ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები არღვევს არამხოლოდ ამ უკანასკნელთა უფლებებს ფიზიკურ ხელშეუხებლობაზე, არამედ ასევე წარმოადგენს ჩარევას გამოხატვის თავისუფლებაში, ასეთი ძალადობა ჟურნალისტებს თავიანთი მისიის შესრულების შესაძლებლობას ართმევს.

2011 წლის 26 მაისის ინცინდენტი იმის მაჩვენებელია, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ჟურნალისტების დაცვის საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ შემდეგ სტანდარტებზე:
ადამიანის უფლებათა ვროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ მაშინ, როცა ეს მკაცრად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისათვის. Eრაც ნიშნავს იმას, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ დემონსტრანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას და გამართლებული იყო მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება, ჟურნალისტები, რომლებიც დემონსტრაციის ადგილას იმყოფებოდნენ არ უნდა გამხდარიყვნენ თავდასხმის მსხვერპლნი, რადგან არ არსებობდა საჭიროება, აღკვეთილიყო მათ მიერ პროფესიული ფუნქციის განხორციელება - მიმდინარე მოვლენების გაშუქება. Pსაპროტესტო მოქმედებების დროს ჟურნალისტების ყოფნა ადგილზე მნიშვნელოვანი და ფასეულია, რადგან მათ შეუძლიათ გააშუქონ დემონსტრანტების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და უკანონო ძალის გამოყენების ფაქტები პოლიციის წარმომადგენელთა მხრიდან.
ევროპული კონვენციით საქართველოს აკისრია როგორც ნეგატიური ვალდებულება, არ ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში, ასევე პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს ჟურნალისტებზე თავდასხმები და გამოიძიოს მსგავსი შემთხვევები, თუ ასეთი მოხდება. Aაქედან გამომდინარე, ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ სახელმწიფო ორგანოებს, სწრაფად და სრულყოფილად გამოიძიონ 26 მაისის ინცინდენტი და დამნაშავეები წარადგინონ მართლმსაჯულების წინაშე. შეგახსენებთ, რომ გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი, დროული და მოიძიოს ყველა საჭირო სამხილი, რათა გამოძიების შედეგად შესაძლებელი იყოს დამნაშავეთა იდენტიფიცირება და დასჯა.

საქართველომ ასევე უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა შეასრულოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები კრიზისულ სიტუაციებში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვის შესახებ, რეკომენდაცია ნომერი ღ (96) 4 კონფლიქტისა და დაძაბულობის დროს ჟურნალისტების დაცვის შესახებ, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის რეკომენდაცია 1783 (200) ჟურნალისტების სიცოცხლისა და თავისუფლებისათვის საფრთხეების შესახებ, იუნესკოს რეზოლუცია ნომერი 29 "ჟუნალისტთა წინააღმდეგ ძალადობის დაგმობის" შესახებ და იუნესკოს მედელინის დეკლარაცია "ჟურნალისტების უსაფრთხოებისა, დაცულობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ."

მე-19 მუხლს სჯერა, რომ 26 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მისაღებად, რათა აღიკვეთოს მომავალში მსგავსი ქმედებები, საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს მოცემულ სფეროში ევროსაბჭოსა და იუნესკოს რეკომენდაციების იმპლემენტაცია. Uუფრო კონკრეტულად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ პოლიციის მუშაკები იყვნენ ინფორმირებულნი და გაიარონ შესაბამისი მომზადება ჟურნალისტების უსაფრთხოების პატივისცემის და დაცვის სფეროში. მათ უნდა უზრუნველყონ ჟურნალისტებისათვის სრული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა პროტესტის გაშუქების დროს.

პოლიციელებმა უნდა გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები, რათა ხელი შეუწყონ ჟურნალისტებთან კომუნიკაციას და ურთიერთგაგებას, რომლებიც მსგავს სიტუაციებს აშუქებენ.

გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაულები ჟურნალისტების წინააღმდეგ მათი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გასამართლდნენ საერთო და/ან ჩვეულებრივი სასამართლოების მიერ. დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია ადამიანების წინააღმდეგ, მათთვის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისათვის ხელის შესაშლელად, არ უნდა ვრცელდებოდეს ხანდაზმულობის ვადები.

ჩვენ კვლავაც პატივისცემით მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი ავტორიტეტი, როგორც პრეზიდენტმა, რათა მიღებულ იქნას ზომები "მეცხრამეტე მუხლის" ზემოთგამოთქმულ წუხილთან დაკავშირებით და ჟურნალისტთა უფლებების დასაცავად, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით. "მეცხრამეტე მუხლს" აქვს კარგი კავშირები სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გვსურს ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და შემოგთავაზოთ ჩვენი სამსახური, თუკი თქვენი სურვილი იქნება, რომ უფრო დეტალურად განვიხილოთ ზომები, რომელთა მიღებაც აუცილებელია ჟურნალისტთა უსაფრთხოების დასაცავად და დაუსჯელობის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოში.

მადლობას მოგახსენებთ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ ყურადღებისათვის. მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას.



პატივისცემით.
ანიეს კალამარი
აღმასრულებელი დირექტორი.

ინტერვიუებისთვის დაუკავშირდით უფროს პრეს ოფიცერს მონა სამარის (Mona Samari) mona@article19.org ან + 44 (0) 7515 828 939 ან „მეცხრამეტე მუხლის" სამართლის უფროს ოფიცერს ბოიკო ბოევს (Boyko Boev) boyko@article19.org.

„მე-19 მუხლი" არის დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მთელს მსოფლიოში გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და განვითარებისათვის. მისი სახელწოდება მომდინარეობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეცხრამეტე მუხლიდან, რომელიც უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებას.

www.media.ge

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete