Thursday, June 2, 2011

საატესტატო გამოცდების შედეგები 2 დღეში გახდება ცნობილი





განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საატესტატო გამოცდების გადალახვისთვის დადგენილ ზღვარს დღეს არ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, მარიამ მსხილაძემ განაცხადა. მსხილაძის განმარტებით, ამ ეტაპზე სამინისტო გამოცდაზე მოსწავლეთა მიერ ნაჩვენებ შედეგებს ამუშავებს, საბოლოო მონცემების მიხედვით გადაწყდება, ზღვარი საგნების მიხედვით დაწესდება თუ ყველა საგანში ერთი და იგივე ქულა დადგინდება.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნება 2 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა მონაცემების დამუშავება სამინისტროს ჯერ დასრულებული არა აქვს.
საატესტატო გამოცდები ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში 18-დან 23 მაისის ჩათვლით, 8 საგანში ჩატარდა. ფოთში გამოცდებს 11 საჯარო და ორი კერძო სკოლის 480 მეთორმეტეკლასელი აბარებდა. გამოცდები სპეციალური კომპიუტერული პროგრამით ბარდებოდა. ამისათვის საჯარო სკოლებში ქსელში ჩართული ნეთბუქები დარიგდა. საგამოცდო ოთახებში დამონტაჟებული ვიდეოკამერები არამხოლოდ გამოსახულებას, ხმასაც იწერდა. გამოცდების პროცესს განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილი მეთვალყურეები აკონტროლებდნენ.

No comments:

Post a Comment