Thursday, June 2, 2011

რუსმა მესაზღვრეებმა აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის მოქალაქეები დააჯარიმა




დღეს დილით, ფახულანი-განთიადის ადმინისტრაციულ საზღვარზე, რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრიდან ნახევარ კილომეტრში, „ვილისის“ ტიპის ავტომანქანა დააკავეს. ავტომანქანაში მსხდომი ხუთი პირი: მერაბ და როზა ტაბაღუა, თეა და ნანა ქობალია და მედიკო ხორავა გალის რაიონის სოფელ განთიადიდან ზუგდიდისკენ გადაადგილდებოდნენ. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და მესაზღვრეებმა ისინი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააჯარიმა და უკან გააბრუნა.

„ადგილზევე ვთხოვე მესაზღვრეებს, უკვე მეოთხეჯერ მიჭერთ და არ მაწვალოთ, ხვალ წავალთ გალში და გადავიხდითო. მათ ვიღაცას გადაურეკეს, რის შემდეგაც ამაზე დაგვთანხმდნენ. მანქანას საბურავი დაშვებული ჰქონდა და ადგილზე დამატოვებინეს. ჯერ არ ვიცი რამდენით დაგვაჯარიმებენ. ადრე ყოველ ჯერზე 3000 რუბლით (190 ლარი)დამაჯარიმეს. დაკავებული არ ვყოფილვართ, არსად წავუყვანივართ, მხოლოდ უკან გაგვაბრუნეს“,-განაცხადა ჩვენთან საუბრისას „ვილისის“ მძღოლმა მერაბ ტაბაღუამ.მისივე განმარტებით,საქართველოს მოქალაქეებს მუდამ 3000 რუბლით აჯარიმებენ, ხოლო იმათ ვისაც აფხაზური პასპორტი აქვთ, მხოლოდ 600 ლარით.

„გუშინ საღამოს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 რუსი მესაზღვრე ჩამოსვა "ურალის" ტიპის ავტომანქანამ“,-გვითხრა განთიადელმა კახა ახალაიამ. მისი თქმით, ბოლო დღეებში, რუსმა მესაზღვრეებმა საზღვარზე კონტროლი გაამკაცრეს, რის შესახებაც ადრეც ვიუწყებოდით.http://tavisupalisitkva.blogspot.com/2011/05/blog-post_26.html

ლორა ქობალია

No comments:

Post a Comment