Wednesday, June 1, 2011

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფოცხოეწერში



წალენჯიხის რაიონის, სოფელ ფოცხოეწერში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს,ბავშვები სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. ა/ო „საუნჯე“–ს ხელმძღვანელობით ინტელექტუალური და ასფალტზე ხატვის კონკურსები გაიმართება. კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეს ორგანიზაციისგან სიგელი გადაეცემა.

დღის მეორე ნახევარში კი, მოზარდთა მონაწილეობით, ბავშვთა უფლებებზე მრგვალი მაგიდა გაიმართება. ორგანიზაციის დამფუძნებლის და ხელმძღვანელის იაგო ფასანძეს თქმით, თითოეული ღონისძიება, რომელიც განსხვავებული იქნება სხვა ჩვეულებრივი დღისგან ბავშვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მით უმეტეს მაშინ,როცა ფოცხოეწერში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, არ არსებობს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო გარემოპირობები.ფასანძის განცახდებით, დაგეგმილ ღონისძიებებში 25–მდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.



ლორა ქობალია

No comments:

Post a Comment