Monday, June 6, 2011

რაულ ხაჯინბა რუსეთს ბაღაფშის მოცილებაში ადანაშაულებს და მოსკოვის კლინიკას უჩივის


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის,სერგეი ბაღაფშის საეჭვო სიკვდილზე „ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერი, რაულ ხაჯინბა ალაპარაკდა. ის მოსკოვის იმ კლინიკის წინააღმდეგ, სადაც რამდენიმე დღის წინ, სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა, სარჩელის შეტანას გეგმავს, რის შესახებაც ყოველდღიური ინტერნეტ გამოცემა „ნოვი დენ“ (ახალი დღე) იუწყება. გამოცემის მტკიცებით, „ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი რუსეთმა მოიცილა. ხაჯინბას მიაჩნია, რომ თუკი სამედიცინო დასკვნა სწორია და სიმსივნის მეტასტაზები ფილტვებიდან უკვე გასული იყო, ბაღაფშისათვის ოპერაცია არ უნდა გაეკეთებინათ, ამ შემთხვევაში გამოსავალი იყო ქიმიოთერაპიის კურსის დაწყება,რაც მას არ ჩატარებია.

ხაჯინბას მტკიცებით, ოპერაციამ ბაღაფშის სიკვდილი დააჩქარა, რადგან ის ოპერაციიდან სულ რაღაც ოთხ დღეში გარდაიცვალა. „ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერი ამტკიცებს, რომ მას გააჩნია უტყუარი ინფორმაცია იმის სესახებ, რომ ბაღაფში ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად მოსკოვიდან ისრაელში უნდა გადაეყვანათ და დომოდედოვის აეროპორტში მისთვის თვითმფრინავიც კი იყო გამოყოფილი, მაგრამ უცებ ყველაფერი შეიცვალა და მას სასწრაფო ოპერაცია მოსკოვშივე ჩაუტარდა.

მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი, ოპოზიციონერი რაულ ხაჯინბა, რომელიც ბოლო პერიოდში ღიად უპირისპირდებოდა დე ფაქტო პრეზიდენტს აცხადებს, რომ სარჩელის შეტანით რუსეთის ფედერაციის შავბნელ საქმეებს გამოააშკარევვებს .

მოამზადა მალხაზ ბასილაია

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete