Monday, June 6, 2011

სანატორიუმ „სოხუმის“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას თანამშრომლები აპროტესტებენ


აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრი, სერგეი შამბა აფხაზური გამოცემა „ეხო აფხაზიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სანატორიუმი„სოხუმი“ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს იჯარით აქვს აღებული და მოცემული მომენტისათვის იქ აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

სანატორიუმის 1200 თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს, შამბა მოიჯარის გადაწყვეტილებით ხსნის. მისი თქმით, იქ უკვე რუსული კანონმდებლობა მოქმედებს, რაშიც ის ვერ ჩაერევა.-„მეპატრონე თავად გადაწყვეტს, ვინ გაათავისუფლოს და ვინ დაიქირავოს,“- აცხადებს შამბა.

გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუებში სანატორიუმ „სოხუმის“ ყოფილ თანამშრომლები სამსახურიდან თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნის გამო, რესპუბლიკაში "დიდ არეულობას" პროგნოზირებენ. მათი თქმით, თუ სანატორიუმი აფხაზეთს არ დაუბრუნდება, ეს ძალიან დიდ ქაოსს და სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს, რაც, შესაძლოა, აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის არჩევნებს დაემთხვეს.

მალხაზ ბასილაია

გამოყენებული"ეხო აფხაზიის" ფოტო

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete