Showing posts with label ბათუმის ოფისის დარბევა. Show all posts
Showing posts with label ბათუმის ოფისის დარბევა. Show all posts

Thursday, May 26, 2011

ლეილა სარჯველაძე: „ დილამდე ქაშუეთში ვიყავით დამალულები. ჩვენს შორის უამრავი სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა იყო.“




ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, აჭარის რეგიონიდან „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში მონაწილე აქტივისტების ბედი. წუხელ, პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის შემდეგ მათ უმრავლესობასთან დაკავშირება შეუძლებელია. ლიდერთა უმრავლესობა დაკავებულია და მათი ადგილსამყოფელის დადგენა შეუძლებელია. “თავისუფალი სიტყვა” დაუკავშირდა აქციის ერთერთ მონაწილეს, „სახალხო კრების“ აქტივისტს, ქობულეთელ ლეილა სარჯველაძეს:

-„დარბევის დაწყებამდე ალყაში მოვექეცით კორიდორი არ გაუკეთებიათ. მე და ჩემი თანმხლები გოგონები რეზინის ტყვიების წვიმაში მოვექეცით. ხალხის ნაკადმა ქაშუეთისაკენ გაგვიტაცა, მაგრამ თავის შეფარება ვერ შევძელით, რადგან კარები ჩაკეტილი დაგხვდა. სპეცრაზმელები ირგვლივ მყოფებს უსასტიკესად სცემდნენ. უამრავი დასისხლიანებული და ნაცემი ადამიანი იყო ჩემს ირგვლივ. ამ დროს გაზი გაუშვეს და ეგრევე ჩავიკეცე. ზოგმა ალექსანდროვის ბაღისაკენ მოახერხა გაღწევა. სპეცრაზმელები იქამდეც კი მისდევდნენ.

შვილის დახმარებით, მოგვიანებით, ბაღში გადამიყვანეს, რის შემდეგაც საპატრიარქოს დავუკავშირდით ტელეფონით და მათგან ეკლესიაში თავის შეფარების თანხმობა მივიღეთ. დილამდე იქ ვიყავით დამალულები. ჩვენს შორის უამრავი სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა იყო. ზოგიერთი მათგანი მდგომარეობა უმძიმესი იყო და სასწრაფო დახმარებას საჭიროებდა. ექიმები ჩუმად მოიყვანეს და ისე შეუჩერეს სისხლდენები.

ის ადამიანები, ვინც ჩემს ერთად იყვნენ ამ წუთებში არ ვიცი სად იმყოფებიან. ტელეფონები გამორთული აქვთ და მათთან დაკავშირებას ვერ ვახერხებ. ვიცი, რომ ბევრი მათგანი დაკავებულია.

ნინო ბურჯანაძე ბოლომდე გვეუბნებოდა ხელები აგვეწია მაღლა ნიშნად იმისა, რომ შეიარაღებული არ ვიყავით. დღეს კი რუსთავი 2-ზე სულ სხვა კადრები აჩვენეს სადაც სულ სხვა ტანსაცმელი ეცვა. ახლა ახლობლებთან ვარ და არ ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ რა გველის“.

ზურა ბაუჟაძე

Wednesday, May 25, 2011

დარბევისას დაკარგულ 8 ფოთელს ამ დრომდე ეძებენ

წუხელ ღამით აქციის დარბევისას დაკარგულ 8 ფოთელს ამ დრომდე ეძებენ.
ინფორმაცია დაკარგულებზე „თავისუფალმა სიტყვამ“ სახალხო კრების ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, სევერიან შენგელიასთან სატელეფონო საუბრისას მიიღო. „ ეს იყო ხელისუფლების ანგარიშსწორება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. უამრავი ადამიანი სასტიკადაა ნაცემი. რაოდენობაზე ამ წუთისთვის ვერაფერს ვიტყვი. დაზუსტებით ვიცით, რომ დაკარგულია 8 ფოთელი. მათ პოლიციის განყოფილებებსა და საავადმყოფოებში ვეძებთ. ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიმყოფებით. თვითმხილველების თქმით, ისინი დარბევის დაწყების წუთებში პარლამენტის წინ იყვნენ. მათი ბედის გარკვევამდე, ვინაობას ვერ დავასახელებ.“– განაცხადა შენგელიამ.
შენგელია, ცენტრალური ტელევიზიების მიერ გავრცელებულ პოლიციელის დაღუპვის ფაქტსაც ეხმაურება. მისი თქმით, გამოძიებული უნდა იქნეს ფაქტი, ვინ მართავდა მანქანას, რომელიც პოლიციელს დაეჯახა. ის ადასტურებს სახალხო კრების ერთი მხარდამჭერის დაღუპვის ფაქტსაც.

აქცია დაარბიეს


ghn.ge-ს ფოტო

26 მაისს, ღამის 00:15 წთ, წყლის ჭავლის,რეზინის ტყვიების, მხუთავი გაზის გამოყენებით სპეცრაზმმა რუსთაველზე მდგარი მომიტინგეების დარბევა დაიწყო. პარლამენტის წინ მდგარი მომიტინგეები ნიღბიანმა სპეცრაზმმა თავისუფლების მოედნის, ჩიტაძისა და ფურცელაძის მხრიდან ალყაში მოაქცია და გაქცევის საშუალება არ მისცა. ნაცემია გურიანიუსისა და ნეტგაზეთის ჟურნალისტები. სასტიკადაა ნაცემი ასევე პოლიტიკოსი კახა კუკავა.

ახლომახლო შენობებში თავშეფარებულ მომიტინგეებს სპეცრაზმელები ფეხდაფეხ მისდევდნენ და რეზინის ხელჯოხებს ურტყამდნენ.ალყაშემორტყმულ მომიტინგეებს გაქცევის დროს აკავებდნენ,რეზინის თოკებით კოჭავდნენ და ძირს აწვენდნენ. "მაესტრომ" გაავრცელა ათეულობით ადამიანის კადრები, რომლებიც რუსთაველზე გაკოჭილი ასფალტზე იწვნენ.როგორც "მაესტრო" ამ წუთებში ავრცელებს ინფორმაციას მიმდინარეობს ხალხის მასობრივი დაპატიმრებები.ამ წუთისათვის რუსთაველის გამზირი გაწმენდილია.

შეგახსენებთ, რომ მომიტინგეებს აქციის ჩატარებაზე სანქცის ვადა 25-ში, ღამის 12 საათზე ამოეწურათ.

Sunday, May 22, 2011

დაშავებული აქტივისტები ამ დრომდე ბათუმის საავადმყოფოში რჩებიან




წუხელ, გვიან ღამით, „სახალხო კრების“ ბათუმის ოფისში შეჭრილი სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ხუთი აქტივისტი ამ დრომდე ბათუმის საავადმყოფოში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. დაშავებულებს თავის ტვინის მსუბუქი შერყევა და წვივის მოტეხილობა აღენიშნებათ.პარტიის აქტივისტებმა მოტეხილობა ძირითადად, სპეცრაზმისაგან თავის დაღწევის მიზნით, ოფისის მეორე სართულიდან გადახტომის დროს მიიღეს.კლინიკის ექიმების განმარტებით, ამჟამად, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მნახველების შესვლა აკრძალულია.

ერთ-ერთი დაშავებულის, სულხან თამდღაძის განცახდებით, „სპეცრაზმელები კონკრეტულ სახეებს ეძებდნენ, არ ვიცი ვის - რა დავალება ჰქონდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ვიღაცას შერჩევით ეძებდნენ."

შეგახსენებთ, რომ, წუხელ, გვიან ღამით, „სახალხო კრების“ ბათუმის ოფისის დარბევის დროს, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ოთხი აქტივისტი აიყვანეს, დანარჩენებს კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ზურა ბაუჟაძე

„სახალხო კრების რვა აქტივისტს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, ოთხი კი სასამართლოს მოლოდინშია


წუხელ ღამით, სახალხო კრების ოფისში დაკავებულ 12 აქტივისტიდან - რვას, ბათუმის სასამართლომ 2 თვიანი ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდა. ესენია: როლანდ ხოზრევანიძე, თემურ ჭანტურიშვილი, ჯამბულ შარაშიძე, მარადი სოლომონიძე, როლანდი აბულაძე, დიმა ჭეიშვილი, ემზარ ქადიძე და ერთი პიროვნება, გვარად ნადირბაძე, რომლის სახელიც „სახალხო კრებისათვის" უცნობია.

კიდევ ოთხი აქტივისტი: ანზორ სოლომონიძე, ხვიჩა გამარჯვებაძე, ოზურგეთელი სიორიძე (სახელი უცნობია) და დავით სამნიძე შსს-ს სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ჰყავთ დაკავებული.

"საუბარია მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე,"- ინფორმაცია ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მურმან დუმბაძემ მოგვაწოდა. მისი თქმით, სასამართლო პროცესებზე არ შეუშვეს დაკავებულთა ადვოკატები და ახლობლები, შესაბამისად, სხვა დეტალები მათთვის უცნობია.

-„აყვანილები არიან, „შეფიცულთა“ ჯგუფის წევრები, რომლებიც ფლობენ დაწვრილებით ინფორმაციას „სახალხო კრების“ აქტივისტების შესახებ, მათ მისამართებს, ტელეფონის ნომრებს და ა.შ. რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ მხარდამჭერთა დიდი რაოდენობის მობილიზება. გარდა ამისა, ეს დარბევა დანარჩენი მხარდამჭერების დაშინებასაც ემსახურებოდა, რათა ადამიანებს შეეშინდეთ "სახალხო კრების" ოფისთან მოსვლა, “-ამბობს დუმბაძე. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ნაცემია 60-მდე ადამიანი, ოთხი კი, უმძიმეს მდგომარეობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დრომდე იქ რჩებიან.

-„ასეთი, "მაღალი კლასის" დარბევა არც მაგონდება. ეს გააკეთა ღამით "სახალხო კრების" ოფისთან პერიმეტრს 150 კაცამდე სპეცრაზმელი და სამოქალაქო ტანსაცმლიანი ადამინი აკონტროლებდა. ღამის ორ საათზე 50-ზე მეტი ოფისში შემოიჭრა. ასეთი ვანდალური დარბევა 2003 წლის მაისის მერე არ მახსოვს. იყვნენ ხელკეტებით,ხალხს კონდახებით დაუტეხეს თავები. აივნიდან გადამხტარ ორ ადამიანს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიაც მიაყოლეს. ოფისში მყოფი ერთ-ერთი სამოქალაქოფორმიანის ბრძანებით, ჩემზე და კიდევ ერთ ლიდერზე, თემურ შაშიაშვილზე ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ,“-აცხადებს დუმბაძე.

„სახალხო კრების“ ორგანიზატორთა ინფორმაციით, ბათუმში ლოკალური მიტინგები გაგრძელდება. სამ საათზე დაგეგმილია დიდი აქცია, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ დედაქალაქს თუ ბათუმში გაგრძელდეს საპროტესტო აქციები.

წუხელ ბათუმის "სახალხო კრების" წარმომადგენლები სასტიკად სცემეს




წუხელ, ბათუმის "სახალხო კრების" ოფისში, სადაც ღამეს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული 50-მდე აქტივისტი ათევდა, 100-მდე ნიღბიანი სპეცრაზმელი შევარდა და ოფისში მყოფთ სასტიკად გაუსწორდა.ოთხი მათგანი:თემურ ჭანტურიშვილი, დიმიტრი ჭეიშვილი, ანზორ სოლომონიძე და გია ორმოცაძე სპეცრაზმელებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, რამდენიმე სასტიკად ნაცემი აქტივისტი ამჟამად, ბათუმის კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დეტალებს ჩვენი კორესპონდენტი არკვევს.