ხვალ, ფოთს შესაძლოა ქვეყნის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ესტუმროს. დაზუსტებულ ინფორმაციას ვიზიტის შესახებ, მერიის საინფორმაციო სამსახური ხვალ, 8 აპრილს გაავრცელებს. აქვე აცხადებენ, რომ პრეზიდენტი მეშვიდე კილომეტრზე მდებარე თევზის გადამამუშავებელი ქარხანას, „GEO FISH FACTORY” გახსნის.
ხვალისათვის გადაიდო დღეს დაგეგმილი ინგლისელი ინვესტორების ვიზიტიც. ქალაქის მერის, ვახტანგ ლემონჯავას, მიერ მედიისათვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ინგლისური ჯგუფი ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ფოთში დაგეგმილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დეტალების განსახილველად ჩამოდის.
ლემონჯავას განცხადებით, ფოთში კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას სახელმწიფო საკუთარი სახსრებით დააფინანსებს. განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებს შორის, მან ქიმიური მრეწველობისა და მეტალურგიული ქარხნებიც დაასახელა.
ნინო თუნთია
No comments:
Post a Comment