Tuesday, May 24, 2011

26 მაისისთვის მზადება ფოთში


ფოთის კულტურის სამსახური, 26 მაისს, გრანდიოზულ ღონისძიებას გეგმავს. ქალაქის მშენებარე თეატრთან სცენის კონსტრუქცია უკვე აწყობილია. კონცერტი 12 საესტრადო მომღერლის, სამი ბენდის, ფოლკლორული და თანამედროვე ცეკვების ანსამბლების მონაწილეობით, მოხეტიალე თოჯინების შოუ, დისკოთეკა და ფეიერვერკი, სატელევიზიო რეკლამა და ვიდეო-გადაღება მინიმუმ, სამი ვიდეოკამერით-ასეთია ღონისძიების პროგრამა, რომელიც ფოთის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა
ღონისძიებისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 10 000 ლარია განსაზღვრული, რაც ტენდერის ჩატარებას ითვალისწინებს. თუმცა, ღონისძიების ჩატარებაზე ფოთის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. მიზეზად, სატენდერო კომისიის წევრი, სულხან თოლორდავა მონაწილეთა დისკვალიფიკაციას ასახელებს. მისი თქმით, ორი მსურველიდან ერთმა, საჭირო დოკუმენტაცია არ წარმოადგინა, მეორეს - სრულყოფილად არ ჰქონდა შედგენილი. მისივე თქმით, ღონისძიება მაინც გაიმართება, ფოთის საკრებულო საჭირო კანდიდატს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩევს. თუმცა, დღეს, ღონისძიებამდე ორი დღით ადრე, კანდიდატი ჯერ შერჩეული არ არის.
მიმდინარე თვის დასაწყისში ფოთის მერიის მიერ კულტურული ღჴნისძიების ორანიზებაზე გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი ჩაიშალა. ფოთში 9 მაისს დაგეგმილი კონცერტის ჩატარების მსურველი არავინ აღმოჩნდა.

No comments:

Post a Comment