დღეს, ზუგდიდელი ვეტერანები, ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავის აღსანიშნავად,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ შეიკრიბნენ.გამგეობის წარმომადგენლებმა, ვეტერანებს ერთჯერადი სახით 100-100 ლარი გადასცეს. ამის შემდეგ ვეტერანები სპაციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით ჭითაწყარის და ქაფათის სასაფლაოებისკენ გაემართნენ და დაღუპული თანამებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკეს, რის შემდეგაც, სოფელ აბასთუმანში, ვეტერანებისთვის მხატრულ–კულტურული ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის შოთა თოდუა კმაყოფილია მთავრობის ყურადღებით და მისი თქმით, ორ დღეში, პრეზიდენტისგან საჩუქრად დამატებით 200 ლარსაც მიიღებენ, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, დარეჯან გაბედავამაც დაგვიდასტურა.
93 წლის ომის ვეტერანის, მეგონა შეროზია თქმით, კარგია, რომ გამგეობამ ყურადღება გამოიჩინა და ფულადი საჩუქრები გადასცა, მაგრამ მსგავსი ერთჯერადი დახმარება ბევრს არაფერს ნიშნავს. „ჩვენ ძალიან რთული დრო გამოვიარეთ და უფრო მეტი ყურადღება გვჭირდება,- განაცხადა მან ჩვენთან საუბარში.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 69 ომის ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 39 ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი აფხაზეთიდან დევნილია.
ლორა ქობალია
No comments:
Post a Comment