Wednesday, May 11, 2011

„ქართული პარტიის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზუგდიდელი ადვოკატი გახდა.



„ქართული პარტიის“ ფოთის ორგანიზაციას, ლადო ჩიტაია უხელმძღვანელებს. „იურისტი, რომელსაც ფოთში ადვოკატად მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს“- ასე დაახასიათა მან საკუთარი თავი „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას. ვისგან მიიღო პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშვნის წინადადება, ჩიატაიამ არ გაამხილა.
„ქართულ პარტიას“ ფოთში ორგანიზაციის დაფუძნებაზე ოფიციალური განაცხადი ჯერ არ გაუკეთებია. თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე ფოთში 50-მდე აქტივისტი ჰყავს, მათ შორის ყოფილი საჯარო მოხელეები. ადვოკატ,ბაჩო ეჯიბიას გარდა, დანარჩენების ვინაობა „პარტიის ინტერესებიდან“ გამომდინარე არ გაამჟღავნა. ისევე, როგორც ფოთის ორგანიზაციის სამოქმედო გეგმები.
„მიზანი ერთია, ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების გაშვება კონსტიტუციური გზით. ჩვენ გიშველით, როგორ და რას ვაპირებთ, ეს ჩვენი საქმეა.“- განაცხადა ჩიტაიამ.






ნინო თუნთია

No comments:

Post a Comment