Monday, May 9, 2011

ფოთელი ომის ვეტერანები შეღავათებს ითხოვენ



ფოთელი ვეტერანები კომუნალურ გადასახადებსა და შიდასაქალაქო ტრანსპორტზე შეღავათებს ითხოვენ. ფოთში, ამჟამად, სულ 51 ვეტერანია. ვეტერანთა საბჭოს წევრის, ნოდარ შენგელიას განცხადებით, ფოთელი ვეტერანები მხოლოდ 120-ლარიან პენსიას და გამარჯვების დღისათვის გამოყოფილ ერთჯერად დახმარებებს იღებენ.
ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და დევნილთა სამსახურის უფროსის, ვიოლეტა ჯღამაძის განმარტებით, მიმდინარე წელს, ფოთელი ვეტერანებისათვის შეღავათები გათვალისწინებული არ არის. სასმელ წყალზე გაუქმებული შეღავათის აღდგენა, ფოთში 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის შემდეგ მოხდება.
რაც შეეხება, შიდასაქალაქო ტრანსპორტს, ჯღამაძის თქმით, ფოთის მერია სუბსიდირების პროგრამას ახორციელებს და ვეტერანები შეღავათით 20-თეთრიან ავტობუსებზე სარგებლობენ. ვეტერანების თქმით, 20 თეთრიანი ავტობუსები, იშვიათად მოძრაობენ და, შესაბამისად, ავტობუსით სარგებლობას ვერ ახერხებენ.



ნინო თუნთია

No comments:

Post a Comment