Thursday, May 26, 2011

„ქართული პარტიის“ ზუგდიდელი ლიდერი კახა მიქაია დაშავებულია


ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის „ქართული პარტიის“ ხელმძღვანელი კახა მიქაია თბილისში აქციის დარბევის დროს დაშავდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად, „თავისუფალი სიტყვა“ მიქაიას ტელეფონით დაუკავშირდა:
-„დარბევის დროს იქ ვიყავი და ძალიან დავშავდი. ძალიან ცუდად ვარ, ვერ ვლაპარაკობ, გთხოვთ მოგვიანებით დამირეკოთ,“-განაცხადა კახა მიქაიამ. რა ტიპის დაზიანებები აქვს ან სად იმყოფება, ამ ინფორმაციის მიღება მიქაიასგან ვერ შევძელით. მას საუბარი უჭირდა.

სოფო ხუბულავა

No comments:

Post a Comment