
იყვნენ თუ არა აქციაზე „ქართული პარტიის“ ფოთის ორგანიზაციიდან მხარდამჭერები და არიან თუ არა დაშავებულები? „თავისუფალი სიტყვა“ პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლადო ჩიტაიას ტელეფონით დაუკავშირდა. -„ქართული პარტიის“ წარმომადგენელი ვარ, ხოო? 19წლის ბავშვი, რომ გარდაიცვალა, მაგი არ იციან მანდ კიდევ, თუ გძინავთ ყველას კაცოო?“-გვიპასუხა ჩიტაიამ და ფაქტის დაკონკრეტების თხოვნისას, ტელეფონი გათიშა. ხელახლა დარეკვისას მან აგრესიის მიზეზად "ბიცოლას სამძიმარზე ყოფნა" დაასახელა და "თქვენი პოლიტიკური საკითხებისთვის დღეს და ხვალ მაცალეთო" - განაცხადა.
- თუ ზუსტ ციფრს ვერ დაგვისახელებთ, იქნებ დაგვიზუსტოთ „ქართული პარტიის“ ფოთელი მხარდამჭერები იყვნენ თუ არა აქციაზე?
- რატომ გინდა გამომტყუოთ და კიდევ, ხუთი კაცი გისმენს ისე მელაპარაკები.
-ბატონო ლადო, რა არის გამოსატყუებული, რატომ არ უნდა იყოს აღნიშნული ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი? რამდენი ადამიანი წავიდა და არიან თუ არა დაშავებულები?
- რა ინფორმაცია? დაგაჭერინოთ ახლა კიდევ 90 კაცი?
-ბატონო?
- ბატონობა გადავარდა ცხრაას ხუთში. ძალიან გთხოვთ, ტელეფონით არ მესაუბროთ ამ თემაზე. ჩამოვალ ორშაბათს და მერე შევხვდეთ ოფისში.
რომელ შემთხვევაზე საუბრობდა ჩიტაია,19 წლის მოზარდის გარდაცვალებისას და იყვნენ თუ არა „ქართული პარტიის“ მხარდამჭერები აქციაზე? ამის გასარკვევად „ქართული პარტიის“ პრეს-სამსახურის წარმომადგენელს, ლია კამლაძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, აქციაზე პარტიის სახელით არავინ იმყოფებოდა. „ ინდივიდუალურად წასვლა არავისთვის აგვიკრძალავს.შეიძლება იყვნენ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რადგან პარტიის სახელით არ ყოფილან.“ ჩვენი თხოვნით, პრესცენტრმა მოზარდის გარდაცვალების შემთხვევის დაზუსტება ჩიტაიასთან სცადა. „ვესაუბრე ჩიტაიას და თქვა, რაღაც ვერ გაიგეს,ალბათ, სხვას ვესაუბრებოდიო.“- განგვიმარტა კამლაძემ
No comments:
Post a Comment