ამ წუთებში, "თავისუფალ სიტყვას" სახალხო კრების" ფოთის ორგანიზაციის ლიდერი, სევერიან შენგელია ტელეფონით დაუკავშირდა და დაკარგულ აქტივისტზე ინფორმაცია მიაწოდა.
"კობა ჯანჯღავა რამდენიმე წუთის წინ დამიკავშირდა. თქვა, რომ ცოცხალია და კარგადაა. ბევრი საუბარი არ ისურვა, მხოლოდ მისამართი დაასახელა, სადაც ამჟამად იმყოფება. ის სხვისი ტელეფონით ლაპარაკობდა, უსაფრთხოების მიზნით. ჩვენ უკვე მივდივართ მასთან შესახვედრად. დეტალების გარკვევისთანავე, ინფორმაციას მოგაწვდით"-განაცხადა შენგელიამ.
შეგახსენებთ, ფოთელ კობა ჯანჯღავას თანაპარტიელები 26 მაისის ღამეს, აქციის დარბევის შემდეგ ეძებდნენ. 50-მდე ფოთელ აქტივისტთან ერთად, ის თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდა.
No comments:
Post a Comment