Thursday, May 5, 2011

ცოფის შემთხვევა ზუგდიდის რაიონში



ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მკვიდრის, დარეჯან მაქაცარიას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი რამდენიმე დღის წინ დაეცა. ოჯახმა ეჭვი ცოფზე მიიტანა და საქონლის სიკვდილის მიზეზის დასადგენად ბათუმის ლაბორატორიას მიმართა. ლაბორატორიამ ცოფი დაადასტურა. დარეჯან მაქაცარია ვარაუდობს, რომ საქონელი სოფელში გავრცელებულმა მგლებმა დაკბინეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი, ნანა ოდიშარია ცოფის შემთხვევას ადასტურებს და აცხადებს, რომ ოჯახის ორი წევრი, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა პირუტყვთან, შესაბამის პროფილაქტიკურ მკურნალობასაც გადის. სოფელ გრიგოლიშის გამგებლის, გოგა როგავას თქმით, სოფელში მგლები გარკვეული პერიოდულობით ჩნდებიან, ამიტომაცი ის შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას ითხოვს. ბოლო პერიოდში, მგლების შემოსევა ზუგდიდის რამდენიმე სოფელში დაფიქსირდა. მოსახლეობა მსგავსი შემთხვევებისგან სრულიად დაუცველია.

მალხაზ ბასილაია
რადიო "ათინათი"

No comments:

Post a Comment