Tuesday, May 31, 2011

თურქეთში წასვლა მარტივდება







დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯებ ტაეფ ერდოღანმა სარფის განახლებული საბაჟოს შენობა გახსნეს და ერთობლივი საბაჟო კონტროლის დაწესების მემორანდუმს სარფშივე მოაწერეს ხელი.

2012 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის საზღვრის გადალახვა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობით იქნება შესაძლებელი.ძალიან მალე კი საბაჟო კონტროლის მექანიზმებიც გამარტივდება და ორივე ქვეყნის მებაჟეები ერთობლივ კონტროლს განახორციელებენ. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კანონში საბაჟო კონტროლის შესახებ უკვე შევიდა. საბაჟოს ახალ შენობას 7 გასასვლელი გააჩნია და კონტროლის უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. ის გერმანელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს, რომლის მშენებლობაც ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

–„ მე მიხარია, რომ ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს და ჩვენ ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული კავშირებია. საბაჟო კონტროლის გაიოლება კი ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და უფრო დაგვაახლოვებს“,-აღნიშნა თურქეთის პრემიერ მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და თურქეთის პრემიერ მინისტრს "სიტყვის კაცი" უწოდა და მადლობა გადაუხადა. – „ჩემთვის მისაბაძი ადრე ათა თურქი იყო, ახლა კი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც თურქეთი საგარეო ასპარეზზე გაიყვანა და ეკონომიკური აღმავლობის გზაზე დააყენა“, –განაცხადა სააკაშვილმა.

სარფიდან მიხეილ სააკაშვილი ბათუმს ეწვია, სადაც სავაჭრო, სპორტული და საცხოვრებელი კომპლექსის-“ბათუმი პლაზას” გახსნას დაესწრო, რომელიც ექვსი წელი შენდებოდა. ამის შემდეგ პეზიდენტმა ბათუმის შესასვლელთან მდებარე ახალი რესტორანი„ რივიერაც“ გახსნა. რის შემდეგაც ბათუმი დატოვა.

ზურა ბაუჟაძე

ფოთელი ოპოზიციონერები რუსთაველზე აქციის დარბევის შესახებ






ფოთში მოქმედი ოპოზიციური პარტიები 26 მაისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ.
„დარბევა კი არა, ეროვნული სულის ჩაძაღლება იყო“ - ასე აფასებს ხელისუფლების მიერ 26 მაისს აქციის დარბევას „თავისუფალი საქართველოს“ ფოთის ორგანიზაციის ლიდერი, თამაზ სოსელია. მისი თქმით, აქციაზე გამოსული ხალხი ქართულ სულს და ქართულ დემოკრატიას იცავდა. 26 მაისის ღამის მოვლენებს, სოსელია ხელისუფლების დადგმულ სცენას უწოდებს.
„როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი „რაგატკებით“ და ხელკეტებით უნდა გადაგვეგდო? სპეცრაზმელები წყლის ჭავლებით მოდიოდნენ, ხელკეტებით, ტყვიით, ხელბორკილებით, და 200-300 კაცი მაგათ რამეს უზამდა? ან სად არის ის „მოლოტოვის კოქტეილები“, ხელისუფლება რომ იძახის? დონაძემ, რომ პარკით მიიტანა და დადო ზეთჩასხმული ბოთლები, ეგ არის? სააკაშვილს ჰგონია, რომ ქვეყანაში მისი მომრევი არავინაა, მაგრამ ხალხის იმედი მაქვს. სახელისუფლებო ხალხს მინდა ვუთხრა, რომ მიშა მალე წავა.“-აცხადებს სოსელია.
მან ქართულ ტელეარხებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ცენტრალურმა ტელევიზიებმა მოვლენების დემაგოგიური და აბსურდული გაშუქებით, ქვეყანაში დიქტატურის არსებობა დაადასტურეს.
„ლენინის არ იყოს, დღეს ხელისუფლების მომხრეები ფიქრობენ, რომ მიშა არის და მიშა ყოველთვის იქნება. მაგრამ, არ იქნება მიშა ყოველთვის. უკვე სტუდენტებიც კი მიხვდნენ, რომ ცუდად მიდის საქმე და გამოცოცხლდნენ. მე მგონი, უკვე სააკაშვილის დასასრული იწყება.“
ფოთში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გაიოზ ქინქლაძე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. „ხელისუფლება, რომელიც თვითონ არღვევს კანონს და კონსტიტუციას, თავად აყენებს საკუთარ თავს კანონგარეშე. როცა სურდათ, არჩევნების თარიღი უცერემონიოდ გადაიტანეს 6 თვით. ასეთ ხელისუფლებას, არა ჰქონდა მორალური უფლება, რამდენიმე საათის გადაცილებისათვის აქცია დაერბია. პოლიციამ კი არა მთლიანად, ხელისუფლებამ გადაამეტა უფლებამოსილებას„
ქინქლაძის თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს, მაგრამ არ ეთანხმება მეთოდებს, რომელიც ამ ადამიანებმა აირჩიეს. „ეს ხალხი, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით გამოსულიყო, ჩვენი პარტია უპირობოდ დადგებოდა მათ გვერდით.“-განაცხადა მან.
„ქრისტიან დემოკრატების“ ფოთელი ლიდერის, ლაშა ბერაიას აზრით, პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებმა და ხელისუფლებამ უნდა გაინაწილონ: “აქციის ორგანიზატორები გამოწვევაზე წავიდნენ, როცა აღლუმის ჩაშლა გადაწყვიტეს. ხელისუფლებამ კი აქციის დაშლის ნაცვლად, ძალას გადაამეტა და დარბევა განახორციელა.“ ბერაიას თქმით,მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შედარებით, აგრესიული ნაწილის კანონიერ ფარგლებში განეიტრალების ნაცვლად, სამართალდამცავებმა მომიტინგეები სასტიკად სცემეს.



ნინო თუნთია

ფოტოები აღებულია საინფორმაციო სააგენტო expressnews.ge-ს ვებ-გვერდიდან

ფოთის მერის პრესკონფერენცია



დღეს,ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ ჟურნალისტებისათვის პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მან ფოთში დევნილთათვის მშენებარე კორპუსების ივლისის თვეში დასრულების შესახებ განაცხადა. რამდენ დევნილს გადაეცემა საცხოვრებელი ფართი და ოჯახები რა პრინციპით შეირჩევა, ლემონჯავას თქმით, დევნილთა სამინისტრო გადაწყვეტს.

მერმა ქალაქში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და გამწვანებით სამუშაოებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მათ ბიუჯეტიდან ყვავილის 40 ათასი ძირი ნერგი შეძინა, რომელსაც ცენტარლურ ქუჩებზე დარგავენ. „აუცილებლად დავრგავთ 1000 ძირ პალმასაც“,-აცახდებს ლემონჯავა. აღნიშნული სამუშაობი 150 ათასი ლარი ჯდება და მას შპს "კულტურისა და დასვენების პარკი"ასრულებს.

მერის განცხადებით, მრავალსართულიანი ბინების ეზოებიდან, ავტოფარეხების დემონტაჟისას დაგროვილი ნაგვის გატანაც მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა “ტოტალი“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარია გამოიყო. სამუშაობი ჯერ მხოლოდ გურიის, ჭყონდიდელის, გამსახურდიას ქუჩებსა და რუსთაველის რკალზე მდებარე ბინების ეზოებშია დაწყებული.

მერის განცხადებით, ქალაქში უახლოეს პერიოდში ქალაქის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოების დაიწყება.
ფოთშიბუნებრივი აირი, ჯერ მხოლოდ ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში მდებარე კორპუსებამდეა მიყვანილი. მოსახლების უმრავლესობას უსახსრობის გამო გაზი ოჯახებში ვერ შეჰყავს.მერის განცხადებით, სოციალურად დაუცველი და მსგავსი კატეგორიის ადამიანებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის გამოყოფა არ იგეგმება.

პრესკონფერენციაზე ლემონჯავამ მაისის თვის დასაწყისში ფოთში მყოფ თურქ ბიზნესმენთა ვიზიტზეც ისაუბრა. მერის განცახდებით, შეხვედრაზე სამომავლო პროექტების განხორციელბაზე ისაუბრეს. თურქ ბიზნესმენთა ჯგუფზე, მათი ინტერესის სფეროსა და დაპირებულ პროექტებზე "თავისუფალი სიტყვის" მიერ დასმული კითხვების მიუხედავად, ლემონჯავას დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია. საუბარი სხვა „მნიშვნელოვანი ვიზიტის“ - აზერბაიჯანის საკონსულოს მიწვევით, ბათუმში გამრთულ შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ განაგრძო. „ჩვენი ქალქის მიმართულებით აზერბაიჯანულმა მხარემ სერიოზული მოსაზრებები გამოთქვა „ -განაცხად მან. რა სახის შეხვედრა იყო, რას ეხებოდა მოსაზრებები, განსახილველ საკითხებსა და სხვა მონაწილეების შესახებ ჩვენი თხოვნის მიუხედავდ კონკრეტიკას აქაც თავი აარიდა. „შესაძლოა, აჯერბაიჯანულ საკონსულოსა და ფოთს შორის გარკვეული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს“ -აღნიშნა მან, თუმცა რა სახის თანამშრომლობაზეა საუბარი არ განუმარტავს.
იზა სალაყაია

ფოთის მერი კვლავ გაურკვეველ ინვესტიციებზე საუბრობს



ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი სიტყვა“ ქალაქში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებით დაინტერესდა.
ქალაქში ინვესტორების შემოსვლისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელბის შესახებ განცხადებებს ადგილობრივი ხელისუფლება წლებია აკეთებს. ფოთში, ინვესტიციების განხორციელებისა და სამუშაო ადგილების შექმნაზე დაპირებები 2005 წელს, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის დღიდან დაიწყო. კონკრეტული კომპანიები და საინვესტიციო ჯგუფი არ სახელდებოდა, მხოლოდ ქალაქით დაინტერესებული კვიპროსელი, ჩინელი, არაბი, უკრაინელი და თურქი ინვესტორების შემოსვლაზე და სამრეწველო- მეტალურგიულ ქარხნების მშენებლობაზე საუბრობდნენ. თუმცა რეალურად არცერთი პროექტი არ განხორცილებულა.
მერმა, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, კონკრეტული საინვესტიციო პროექტებისა და კომპანიის შესახებ არ უპასუხა. მან მხოლოს ის აღნიშნა, რომ ნაბადის უბანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება.
ქარხნის მშენებლობის მიზნით საინვესტიციო ჯგუფის ფოთში ჩამოსვლის თაობაზე, მერმა ჟურნალისტებს პირველად მარტის თვეში გამართულ პრესკონფერენციაზე აუწყა. მერის იმდროინდელი განცხადებით, ინვესტორების ჩამოსვლა 7 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა დღემდე არავინ ჩამოსულა.

რომელი კომპანია გეგმავს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, არის თუ არა ტერიტორია შერჩეული და ვისთან აწარმოებენ ინვესტორები მოლაპარაკებას? - ლემონჯავამ მოკლედ უპასუხა: "საუბარია შვეიცარიულ საინვესტიციო ჯგუფზე, ეს არ არის კომპანია, ბიზნესმენებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ქარხნის ასაშენებლად ქალაქში 40 ჰა მიწის ნაკვეთის შეძენას გეგმავს. ახლა ამ ადამიანების სახელი და გვარი რომ ვთქვა, რას გეუბნებათ?“ - განაცხადა ლემონჯავამ.

იზა სალაყაია

ზუგდიდის საკრებულოს წევრები 26 მაისის დარბევის შესახებ



„თავისუფალ სიტყვასთან“ საუბარში ზუგდიდის საკრებულოს უმრალესობის წევრებმა 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი შეფასებები გააკეთეს. საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან კონჯარიამ მოკლე შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ „ ვისაც საქართველოს დაშლა–დაქუცმაცება უნდა, უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება პოლიციის ქმედებას ეს იყო ზომიერების ფარგლებში განხორციელებული ქმედება.“
„ეს არ იყო 26 მაისის აქციის დარბევა. მათ 25 მაისს ამოეწურათ დრო. ხოლო 25–ში აქციის დაშლა მოხდა კონსტიტუციის ფარგლებში. იქ არ იყო დარბევა და ეს ტელევიზიითაც ვნახეთ. ყველაფერი ზომიერების და კანონიერების ფარგლებში მოხდა. რაც შეეხება მსხვერპლს, რომელიც ამ აქციას მოყვა არ იყო მთავრობის მხრიდან დაგეგმილი. ეს უბედური შემთხვევა იყო, რომელიც იმ ხალხისგან მოხდა. მე მათ ოპოზიციას არ ვეძახი, უბრალოდ ხალხი, რადგან ისინი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებდნენ.“-ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გრიგოლ სხულუხია.
საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატის, ბესიკ ფიფიას თქმით, პოლიციამ ძალას გადაამეტა, მაგრამ კანონის ფარგლებში, ის ვალდებული იყო სათანადო ზომები გამოეყენებინა. „25–ში აქცია სანქცირებული იყო, მაგრამ მათ მოინდომეს საქართველოს დამოუკდებლობის დღის ჩაშლა და ეს არის ამაზრზენი ფაქტი. სკამის გულისთვის სამშობლოს ინტერესების უკუგდება გაუმართლებელია. ის ადამინები, ვინც აქციაზე იმყოფებოდნენ იყვნენ შეცდომაში შეყვანილები. მეც ბევრი რამ არ მომწონს ამ ქვეყანაში რაც ხდება, მაგრამ არანაირად არ შევეცდები, რომ ჩემი მტრის დახმარებით რაღაცეები მოვახდინო ჩემსავე ქვეყანაში.“-განაცხადა ფიფიამ.
„თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის წარმომადგენელი, გია ალასანია 26 მაისს მომხდარ შემთხვევაზე ამბობს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ წინაღმდეგი არიან ყოველგვარი აქციების და რევოლუციების მოწყობის და ამ გზით ხელისუფლების შეცვლის. „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტიამ გააკეთა ოფიციალური განცხადება და ამ ქმედებას ქვეყნისთვის უპერსპექტივო ნაბიჯი უწოდა. თუმცა თანაგრძნობას ვუცხადებთ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა. ჩვენ ხელისუფლებას მოვ უწოდებდით, რომ არ გამოეყენებინა ძალა ადამიანების მიმართ.“-ამბობს ალასანია.
მისი თქმით, არის მეორე მხარე, შეიძლება დემონსტრაცია დაიშალოს და დემონსტრანტები არ დაისაჯოს. აქ უბრალოდ საუბარია დემონსტრანტების დასჯაზე. თუმცა როდესაც არის ხელკეტები და სხვა საშუალება, ალბათ ხელისუფლებამაც ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს, მაგრამ გადამეტებას ადგილი არ უნდა ქონდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ძალის გადმეტებას ადგილი აქვს. ჩვენმა პარტიამ მოითხოვა რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია და გამოძიებულ იქნას თუ რა იყო გადმეტებული ხელისუფლების მხრიდან.რამდენად იქნება ეს საკითხი მიღწეული პარლამენტში ეს უკვე უმრავლესობის გადასაწყვეტია.“- გვითხრა ალასანიამ.
„ქრისტიან დემოკრატების“ ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელი კახა სალია აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მომხდარზე, ორივე მხარეს ეკისრება. „ის, რომ ძალის გადამეტებასთან გვაქვს საქმე თავისთავად ცხადია. გვყავს დაკარგულები, დაშავებულები და მსხვერპლიც გამომდინარე აქედან მინდა ვთქვა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება იყო.“ რაც შეეხება „ქრისტიან დემოკრატებს“, სალიას თქმით – „ჩვენ აქციაში არ ვმონაწილეობდით, გამომდინარე იქიდან, რომ მოძრაობა ოთხი წელია არსებობს და ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული პროგრამა და გეგმა, თუ რა გზით უნდა ვიაროთ და როგორ შევცვალოთ ეს ხელისუფლება.“

ლორა ქობალია

პრეზიდენტი ბათუმში თურქეთის პრემიერ მინისტრს შეხვდება



რამდენიმე წუთში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის პრემიერი მინისტრს რეჯეფ ტაიფ ერდოღანსა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს ელიან. ამის შემდეგ დაგეგმილია სარფის განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალი შენობის გახსნა, რის შემდეგაც, თურქეთის პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, ქართულ ბიზნესწრეებთან ერთად, ბათუმის „შერატონში“ გაგრძელდება.

შეხვედრაზე ხელი უნდა მოეწეროს ორი ქვეყნის მოქალაქეებისათვის გამარტივებული რეჟიმით საზღვრის გადაკვეთის შესახებ შეთანხმებას. როგორც ცნობილია, შეთანხმების საფუძველზე, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს, პირველი ივლისიდან, მხოლოდ პირადობის მოწმობებით შეეძლებათ საზღვრის გადაკვეთა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დახლოებით 15 საათისთვის, საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის ახალ რესტორან „რივიერას“ გახსნის. ამ წუთებში იქ მზადება მიმდინარეობს. მზადებაა ასევე, ასევე ბათუმის ძველი ბაზრის ტერიტორიაზე სავაჭრო და საცხოვრებელ კომპლექს -„ბათუმი პლაზასთან“, რომლის გასხსნის ცერემონიალიც 26 მაისს იგეგმებოდა, თუმცა, მაშინ გადაიდო.

ზურა ბაუჟაძე

Monday, May 30, 2011

თვითმხილველის ნაამბობი












იან კარვერი

იან კარვერი თბილისში პროდემოკრატიული პროტესტის სასტიკი დარბევის მოწმე გახდა

თბილისი, 2011 წლის 26 მაისი – ხუთშაბათს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ძალის მასობრივი დემონსტრაციით ზეიმობდა, ისეთივე ტანკებით, რაკეტებით და თვითმფრინავებით, რომლებსაც ის 2008 წელს რუსეთთან მის წარუმატებელ ომში იყენებდა. აღლუმი სულ რაღაც რამდენიმე საათში ჩატარდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ არაადამიანურად დაარბია მანიფესტანტები, რომლებიც დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩაშლის მიზნით საქართველოს დედაქალაქის მთავარ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

26 მაისს შუაღამით, ასობით მომიტინგესთან ერთად კოკისპირულ წვიმაში ვიდექი, როდესაც მეგობარმა ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა: „მათ ალყაში მოგაქციეს. გაიქეცი!“ ანტისამთავრობო აქცია, რომელსაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა, ოფიციალურად არასანქცირებული და უკანონო გახდა, მაგრამ მანიფესტანტებმა დაშლაზე უარი თქვეს და ფეხს არ იცვლიდნენ თბილისის საკულტო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. ისინი გულუბრყვილოდ ემზადებოდნენ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ასობით კარგად გაწრთვნილ და ეკიპირებულ სპეცრაზმთან და პოლიციასთან.

დროის ამოწურვასთან ერთად, კბილებამდე შეიარაღებულმა პოლიციამ ტერიტორია ყველა მხრიდან ალყაში მოქცია და მანიფესტანტებს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები დაუშინა, მათ შორის მათაც ვინც უსაფრთხო ადგილის ძიებაში თავს მეზობელად მდებარე მართლმადიდებლური ქაშუეთის ეკლესიის შესასვლელს აფარებდა. წყალმა აქციის პერიმეტრზე განთავსებული ხელნაკეთი ბარიკადები წალეკა და მომიტინგეები (ბევრი ხანშიშესული ადამიანი და სასოწარკვეთილი ახლაგაზრდა) ურიცხვმა პოლიციელმა ძალადობრივი გზით დაარბია.

დაჯავშნულმა და სახანაძრო მანქანებმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეების ნაწილს პარლამენტის შენობის სიღრმისკენ, ნაწილს კი თავისუფლების მოედნისკენ უბიძგა, სადაც კიდევ უფრო მეტი პოლიციელი მათ თითქოს როგორც ფარას გასაჟლეტად ელოდებოდა. ისინი ვინც სწრაფად გაქცევა ვერ მოახერხა პლასტიკური ხელბორკილები დაადეს, ცემეს და მიწაზე დაყარეს. მათ გარშემო პატარა ჯგუფები მორიგეობდნენ, რომლებიც ამ ადამიანების საპატიმროებში გადაყვანისთვის ტრანსპორტს ელოდებოდნენ.

ამ დროს ასეთი ფაქტის მოწმე გავხდი: შეშფოთებული მოხუცი მამაკაცი, ორ სპეცრაზმელს ეკლესიის ტერიტორიიდან მოჰყავდა; მან გონება დაკარგა და მიწაზე დაეცა. თავდაპირველად პოლიცია მე და სხვა ჟურნალისტებს ადგილს არ გვაკარებდა, გვერდით იდგა და არაფერს აკეთებდა მოხუცის დასახმარებლად, რომელიც მიწაზე ეგდო და როგორც ჩანს გულის შეტევის გამო კონვულსიებში ბორგავდა. ამ დროს მეგობარი ამერიკელი ჟურნალისტი (ჯეფრი სილვერმანი) და მე მოხუცის გადარჩენას შევაცადეთ და დაჟინებით მოვითხოვეთ სასწრაფო დახმარების გამოძახება.

დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, თავისუფლების მოედნიდან სასწრაფო დახმარების ესკორტი გამოჩნდა. ეს მკვრივი აღნაგობის მამაკაცი მანქანამდე ექიმმა, სილვერმანმა და მე გადავიყვანეთ, მაშინ როდესაც პოლიცია სასტიკად ესხმოდა თავს მამაკაცების ჯგუფს, რომლებიც სასოწარკვეთილები ცდილობდნენ პარლამენტის შენობის დატოვებას და თითქოს ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ მათ სამათალდამცველთა ჯგუფი უსაფრთებოდა. პოლიციას აშკარად ნებისმიერი წინააღდეგობის მოსპობა უფრო აღელვებდა, ვიდრე იმ დაკავებული მომიტინგეების ან მოწმეების მოწოდებები დამხარებაზე, რომლებსაც გატეხილი თავებიდან სისხლი სდიოდათ.

ახლა უკვე დათრგუნულ და დემორალიზებულ, ყველა მხრიდან პოლიციელებით გარშემორტყმულ ტყვეებს მარშით მიაცილებდნენ, როგორც აღლუმზე ადგილობრივი და უცხოური მედიის კამერების დასანახად. პოლიციელთა გრძელმა კოლონებმა იმ მიმართულების გადაკეტვა დაიწყეს, საიდანაც თავად მოვიდნენ ისე, თითქოს ეს მეორე დღის მოვლენებისთვის მოსამზადებელი მარში გახლდათ.

სილვერმანმა და მე ნელ-ნელა თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილება გადავწყვიტეთ, ჩავუარეთ პარლამენტის წინ აღლუმისთვის განთავსებულ დალეწილ ხის სცენას და საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ მიმდინარეობდა კინოს მოყვარულთა ევაკუაცია კინოთეტრ რუსთაველის შენობიდან, რომლის ვიტრინებიც მთლიანად ჩამსხვრეული იყო.

საპროტესტო აქცია უკვე სრულად დარბეული იყო და პოლიციელთა მრავალრიცხოვანი კორდონი ტერიტორიას ჯერ არ ტოვებდა, რომ სილვერმანმა მიწაზე დაცემული უყურადღებოდ მიტოვებული ადამიანი დაინახა, რომელიც ერთი შეხედვით ან კვდებოდა ან უკვე გარდაცვლილი იყო. ეს მომიტინგე კინოთეტრთან ახლოს, რუსთაველის გამზირზე ტროტუართან იწვა.

ამ ადამიანის შესამოწმებლად ექიმები მხოლოდ სილვერმანის აღშფოთებისა და დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მოვიდნენ. მიუხედავად ამისა, უკვე გვიანი იყო და ადამიანი გარდაცვლილი გალხდათ. მას არ ჩაუტარდა არანაირი სამედიცინო დახმარება, ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი, არამედ ექიმებიც და პოლიციელებიც ჩვენ გვემუქრებოდნენ და იმაზე იყვნენ კონცენტრირებულები, რომ როგორმე ჩვენ და სხვა ჟურნალისტებს ამ გარდაცვლილი ადამიანის ფოტო არ გადაგვეღო.

შემდეგ ექიმებმა სასწრაფო დახმარების მანქანას გადაადგილება სთხოვეს ისე, რომ მედიას ვერ დაენახა ის, თუ როგორ გადაჰყავდათ გარდაცვლილი ადამიანი საკაცეზე, რადგან ის უკვე ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ჩანს განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ სილვერმანის სიტყვები ვერავის გაეგო; ის გარდაცვლილისკენ მიუთითებდა და ქართულ და რუსულ ენებზე გაჰყვიროდა „ის – ადამიანია და არა ნაგავი. რამე გააკეთეთ!“

პოლიცია სულ უფრო გაღიზიანებული ჩანდა, ამიტომ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით ჩვენ მალევე დავტოვეთ ტერიტორია, თუმცა მანამდე კიდევ რამდენიმე ფოტო გადავიღეთ.

მეორე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შეტაკების დროს ორი ადამიანი დაიღუპა (ერთი მომიტინგე და ერთი პოლიციელი) და ბევრი ჰოსპიტალიზირებულია. შსს-ს თანახმად ორივე ადამიანის დაღუპვაში ბურჯანაძის მხარდამჭერთა ესკორტია დამნაშავე, რომელიც პოლიციის თავდასხმით გამოწვეული ქაოსისთვის თავის დაღწევას უხეშად ცდილობდა. ჩვენ ვეჭვობთ, რომ მსხვერპლი მეტია, და ის გარდაცვლილი ადამიანი რომელიც ჩვენ ვნახეთ, დაღუპულთა ოფიციალურ სიაში არ იქნება. ყველა შემთხვევაში, ის თუ როგორ ეპყრობოდნენ მას, პოლიტიკური ჩიხის ორივე სუბიექტის მხრიდან უდიდესი უპატივცემულობისა და უგუნურების დემონსტრირებაა.

გათენდა, კოკისპირულმა წვიმამ გადაიღო და უკანონო საპროტესტო აქციისა და მისი სასტიკი დარბევის ყველა კვალი გაქრა. სამხედრო აღლუმი გეგმის თანახმად ჩატარდა და ქართველი მაყურებლები აკვირდებოდნენ იმას, თუ როგორ ჩაიარა მისმა ერთ დროს დამარცხებულმა არმიამ იმ ქუჩაზე, რომელზეც იმავე ღამით გამარჯვებული პოლიცია გარემოებათა ტყვეობაში მყოფ პროდემოკრატიულ მანიფესტანტებს სასტიკად გაუსწორდა.

წყარო:http://foreignpress.ge/?p=17511

დაუსრულებელი თეატრის ფასადისათვის გამოყოფილი 100 ათასი ლარი




ფოთის მშენებარე თეატრის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ 100 ათას ლარს, საკრებულოს სხდომაზე მიღებული ცვლილების შედეგად, ამდენივე დაემატა. საკრებულოს დღეს გამართულ თანხის დამატების აუცილებლობა თეატრის ფასადის მოპირკეთების აუცილებლობით აიხსნა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ეკონომია სხვადასხვა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებიდან გაკეთდა.

მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის, ირაკლი ნაჭყებიას განმარტებით, თანხა მხოლოდ ფასადების სარემონტო სამუშაოებს მოაკლდა. მისივე თქმით, დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ნუსხიდან არც ერთი დაგეგმილი სამუშაოს ამოღება არ იგეგმება.
საკრებულოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, არასაკმარისი თანხის გამო, თეატრის შენობის შიდა სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება, თუმცა ის, ამ ეტაპზე, პრიორიტეტს მაინც მისი ფასადის მოპირკეთებას ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრის მშენებლობა 2005წელს, ყოფილი თეატრის შენობის ეპარქიისათვის გადაცემის შემდეგ დაიწყო. მაშინ პრეზიდენტმა ახალი თეატრის მშენებლობაში ფინანსური დახმარება ფოთელებს თავად აღუთქვა. მას შემდეგ მოყოლებული მშენებარე თეატრისათვის, ჯამში 6 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ 500ათასი ლარი გამოიყო.სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „კუნძული“ახორციელებს. ამ დროისათვის, ძირითადი კორპუსი აშენებულია და შენობა გადახურულია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარჩენილია 5 მლნ ლარამდე ღირებულების სამუშაოების ჩატარება. რა ვადებში მიიღებს აღნიშნულ თანხას კომპანია და როდისთვის დასრულდება სამუშაოები, ამ ეტაპზე უცნობია. რეგიონული თეატრების ქსელმა ფოთის თეატრის მშენებლობის დაჩქარებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფის თხოვნით პრეზიდენტს წერილობით გასულ წელს მიმართეს. თუმცა, პასუხი არ მიუღიათ.

ამჟამად, ფოთის თეატრი კულტურის სახლის შენობის ერთ დარბაზშია განთავსებული. თეატრის მმართველის, თენგიზ ხუხიას განცახდებით, შენობის არარსებობის გამო ბევრ საერთაშორისო პროექტზე უწევთ უარის თქმა.
იზა სალაყაია

ფოთის საკრებულოს წევრები 26 მაისის დარბევის შესახებ


„შემდგარი სახელმწიფოს ქმედება“,- ასე უწოდა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე საღინაძემ აქციის დასაშლელად პოლიციის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას.- „სიტყვისა და დემონსტრაციების თავისუფლება კონსტიტუციით არის განსაზღვრული, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია სახელმწიფო გადატრიალებისთვის გამოყენება,იგეგმებოდა რუსეთის ჯარის შემოყვანა და არეულობის გამოწვევა“ -, აცხადებს ის. როგორც თავად ამბობს, ამის თქმის საფუძველს შსს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოპერტიული მასალა და ვიდეო ჩანაწერები აძლევს.
საღინაძის თქმით, ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ აქციის მონაწილეები რუსეთის ძალებისათვის მუშაობდნენ. მისივე თქმით, აქციის დაშლისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გამოყენებას, თუმცა, რა სახის გადამეტება იყო გამოძიება დაადგენს. „მსხვერპლი კი, ბურჯანაძის ესკორტით იყო გამოწვეული,“- აცხადებს საღინაძე და ამ საქმეში ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს გამორიცხავს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კობა ცხადაიას თქმით, 26 მაისის მოვლენები იყო იმის დასტური, რომ სახელმწიფო ფეხზე დგას „ყველა თავის ატრიბუტიკით, რომელიც უნდა აკონტროლებდეს სიტუაციებს ასეთ დროს.“ ცხადაიას განცხადებით, ეს იყო სახელმწიფოს გადატრიალების მიზნით შეკრებილი მომიტინგეების „ჩვეულებრი დაშლა“. ცხადაია დარწმუნებით ამბობს, რომ მოქალაქეები პოლიციის მხრიდან არ დაღუპულან.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებსა და ჩანაწერებში ეჭვი არც საკრებულოს ერთ-ერთ წევრს, დარეჯან ცხვიტარიას შეაქვს. „გრუ-ს“ ჯარს რომ დაასახელებს ადამაინი და საკუთარ ჯარს „ლაჩარს“ უწოდებს,იმას გამართლება არ მოეძებნება. ეს იმის ნიშანია, რომ გადატრიალების გეგმა მზადდებოდა.“ ცხვიტარიას თქმით, ოპოზიცია პროვოკაციებს აწყობდა. ხელისუფლება კი, თავდაცვითი ღონისძიებას ატარდებდა. „როცა მოდიან დუბინკით, თავს გესხმიან და მანქანებს ამტვრევენ, თავი უნდა დაიცვა“,-აცხადებს ის.

დაშლის სპეცოპერაციას იწონებს საკრებულოს წევრი, ბიზნესმენი, დავით ბაბილუა. სახელმწიფო გადატრიალების გეგმის არსებობაში ისიც დარწმუნებულია. საფუძველი, ტელევიზიებით გავრცელებული ვიდეომასალებია. მისი თქმით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, თუმცა, აქციას დარბევად არ აფასებს.
საკრებულოს წევრის, ნავსადგურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის, მაგდა მენაბდეს შეფასებით, ადგილი ჰქონდა ქვეყნის მტრის მიერ დაგეგმილ სამხედრო გადატრიალებასა თუ სამოქალქო ომის პროვოცირებას. მისი თქმით, „ასეთ დროს სახელმწიფო ვალდებულია სწორად განახორციელოს ამ მოვლენების აღკვეთა.“ როგორც იგი ამბობს, იყო საუბარი „მოლოტოვის კოქტეილზე“ , აქციის მონაწილეების ხელკეტებით, დუბინკებითა და სხვა მძიმე საგნებით შეიარაღებაზე, რაც ადასტურებს, რომ გადატრილება მზადდებოდა.“ მისი თქმით, როცა ადამინები ჯგუფებად, ერთად მოძრაობს იქ შეიძლება უბრალოდ ვიღაც წაიქცეს ან სხვა სახის ტრამვა მიიღოს. მენაბდეს თქმით, დაშავებულები ორივე მხარესაა და „აქციის პერიოდში ეს ჩვეულებრივი მომენტია“.

საკრებულოს ერთ-ერთი წევრი, ვახტანგ დარცმელიძე მიიჩნევს, რომ ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ძალოვანების მხრიდან ძალის გადამეტებას. მისი თქმით, აღლუმის ჩატარებისთვის ხელი, რომ არ შეეშალათ და სხვა ადგილას გადასულიყვნენ, დარბევას თავიდან აიცილებდნენ. გადატრიალების მცდელობას ისიც იზარებს. აქციის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის შესახებ კი ამბობს, რომ ამის დასამტკიცებლად ოპერატიული მასალები კიდევ ბევრი ექნებათ და როცა საჭიროდ ჩათვლიან გამოაქვეყნებენ და საქმესაც მისცემენ მსვლელობას.
იზა სალაყაია

საია გაუჩინარებულ პირთა ახალ სიას აქვეყნებს

ორშაბათი, 30 მაისი 2011

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც გაუჩინარებულებად ითვლებიან 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ. აღნიშნული სია შევადგინეთ გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრების, ახლობლების და მეგობრების მომართვის საფუძველზე, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.Aაღნიშნული სია შედარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ სიებთან, შესაბამისად ამ სიაში მოხვედრილი პირები არ იმყოფებიან პატიმრობაში. ამასთან არ გამოვრიცხავთ რომ წარმოდგენილ სიაში შესაძლოა იყოს უზუსტობები, კერძოდ მითითებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც უკვე გამოჩნდნენ და დაუბრუნდნენ ოჯახს და ამის თაობაზე ოჯახმა არ გვაცნობა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ რისკი იმისა, რომ ამ პირების ადგილმდებარეობა შესაძლოა კვლავ უცნობი იყოს და საჯარო ინტერესი ამ სიის გამოქვეყნების მიმართ საკმაოდ დიდია, ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული სიის გამოქვეყნება.

სავარაუდოდ გაუჩინარებული ადამიანების სია:



1. ბექა ბენდიანაშვილი
2. ვაჟა ჯამაგიძე
3. კოტე კუჭავა
4. ლაშა კეკელიძე
5. დავით ლორია
6. ნოდარ ცინცაძე
7. დავით ტარიელიძე
8. ლაშა ბოიჭოიძე
9. გიორგი გვარიძიშვილი
10. დავით ქინქლაძე
11. დათო აზარაშვილი
12. ირაკლი Gგარსევანიშვილი
13. გუჯა ბიჭაშვილი
14. დავით კალთელიშვილი
15. გურამ პეტრიაშვილი
16. კახა ხიმშაიშვილი
17. მიშიკო კერვალიძე
18. მაჩალიძე (სამწუხაროდ სახელი ჩვენთვის უცნობია)
19. რეზო ხოფერია
20. ვაგიპჰ ალიევი
21. ზურაბ ლოლავა
22. რუსლან ნაზრიანი
23. თემურ წერეთელი
24. ნუგზარ უგველიძე
25. მიხეილ ბერიძე
26. გელა გვიანაძე
27. დავით კუპატაძე
28. რომან ნასყიდაშვილი
29. ვასილი ბარაძე
30. გიორგი როგავა
31. თამაზ ტვირთაშვილი
32. კახა მალაშხია
33. ბაჩუკი გულბანი
34. გიორგი ბაკურაძე
35. ლაშა ბოჟორაძე
36. ვილჰელმ მახარაძე
37. გელა ქარქაშაძე
38. ალეკო ცინცაძე
39. მარინა აფრიამაშვილი
40. ვატო ნაცვლაშვილი
41. გია ნაცვლიშვილი
42. იაშა ზოსიძე
43. აჩიკო დუმბაძე
44. ზურა ხეცურიანი
45. ლაშა ჩიკვაიძე
46. ზურაბ ლოლუა
47. ზურაბ ბიბილაია
48. ბესო გაბისონია
49. დემურ მანაგაძე
50. მამუკა გრძელიძე

http://gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=925%3A2011-05-30-14-26-38&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka

დაკავებული გარემოვაჭრეები უკვე გაანთავისუფლეს





დღეს , ზუგდიდის მიუნიციპალიტეტის გამგეობასთან ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეების მიერ გამართული აქციის შემდეგ, ბაზრის მოვაჭრეთა მოთხოვნით ადგილზე მისულმა პოლიციელებმა გარემოვაჭრეებს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
პოლიციელებსა და გარემოვაჭრეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ სამი მათგანი: სვეტა გელანტია, ნანი შეროზია და ნორა ფარცვანია პოლიციამ დააკავა. ქალაქის სამმართველოში მიყვანისას, ისინი შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სასწრაფოს ექიმის მანანა თორდიას განმარტებით, ერთ მათგანს აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა, ხოლო დანარჩენები ცუდად გახდნენ ნერვული აღგზნებადობის გამო. სამედიცინო დახმარება მათ ადგილზე აღმოუჩინეს.
დაკავებიდან ორ საათში, სვეტა გელანტია და ნანი შეროზია პირდაპირ სამმართველოდან გაანთავისუფლეს. პოლიციის სამმართველოს ტერიტორია მათ უკომენტაროდ დატოვეს.
მესამე დაკავებულის ნორა ფარცვანიას სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შედგა. მისი განთავისუფლება 20-ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ მოხდა.




სოფო ხუბულავა

“ სამართლიანი არჩევნები“ რეგიონში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას იწყებს




დღეს, ზუგდიდში, “ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) ზუგდიდის რესურსცენტრმა პროექტის - „ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლება რეგიონში“- პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიტიკური პარტიებისა საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზაციის ზუგდიდის რესურსცენტრის მენეჯერის, მაკა კოდუას თქმით, პროექტის მიზანი საქართველოში საარჩევნო ცნობიერების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა და ზოგადი პოლიტიკური კულტურის ამაღლებაა. ორგანიზაცია საქართველოს 5 რეგიონში (ახალციხე, მარნეული, ზუგდიდი, ბათუმი და გურჯაანი) საკუთარი რესურსცენტერების გაძლიერებას გეგმავს.
მაკა კოდუას თქმით, ხუთივე რესურსცენტრში ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის 6 თვის მანძილზე დისკუსია–შეხვედრები გაიმართება. პროექტი აშშ–ის განვითარების სააგენტოსა (USAID)და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერაა დაფინანსებული.
არაზუსტ სიებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი მხოლოდ ა/ო „ხობის 21 საუკუნის“ დამფუძნებელმა დავით ჯაავამ გამოთქვა და წამოწყებულ პროექტს „დროული“ უწოდა:
-“ხობში სიების მხრივ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ წყლის გადასახადს ვიხდიდი 6 ლარს მაშინ, როცა ოჯახში სამი წევრი ვიყავით. შემდეგ აღმოჩნდა რომ დამატებით ოთხ სულზე დარიცხული უნდა გადამეხადა. აღმოჩნდა, რომ ვიღაცეები ეწერნენ ჩემს ოჯახში. ასეთი რამოდენიმე შემთხვევა ვიცი“,-განაცხადა მან.

ფოთში ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს



ფოთში, 14 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს შორის ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 55 მოზარდი მონაწილეობს. მთავარი მსაჯის, სამეგრელოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივნის დავით კოდუას განმარტებით, თამაში შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად მიმდინარეობს. პირველ და მეორე ადგილზე გასულებს, 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საგზურები გადაეცემათ და საგზურის არჩევის საშუალება მიეცემათ.
მსურველებს, ელექტრონულ დაფებზე მიმდინარე თამაშების თვალყურის დევნება, მთელი დღის განმავლობაში, ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდზე www.chesspoti.ge შეუძლიათ.
ჩემპიონატი 3 ივნისს დასრულდება.

ფოთში პირველი სარკინიგზო რენტგენო-სკანერი გაიხსნა





დღეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჩენ ჯიანფუმ ფოთში, კოკაიას ხეივანში დამონტაჟებული სარკინიგზო-საინსპექციო რენტგენო-სკანერი საქართველოს მხარეს ოფიციალურად გადასცა. აღნიშნული მოწყობილობა ჩინეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი 30-მილიონიანი გრანტის ფარგლებში დამონტაჟდა და ფინანსთა სამინისტროს საჩუქრად გადეცა. ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა გადმოცემის აქტს ხელი ელჩთან ერთად მოაწერა.
-„ესაა ჩინური წარმოების, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკა. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა წარმატებით სარგებლობს ამ სისტემით. ასე, რომ ტექნიკა დროში გამოცდილია„-განაცხადა ელჩმა.
ბაინდურაშვილის განცხადებით, რენტგენო-სკანერი საბაჟო ოფიცერს საშუალებას აძლევს მიმოსვლის შეუფერხებლად, ვაგონის გაუხსნელად დაათვალიეროს რკინიგზით შემოსული ნებისმიერი ტვირთი. სისტემა ავტომატურად არჩევს ერთმანეთისგან სატვირთო და სამგზავრო შემადგენლობას. სკანირებისას გამოსხივებული მაღალი რადიაციის გამო, შემოწმება მხოლოდ სატვირთო მატარებლებს ჩაუტარდება. ბაინდურაშვილის თქმით, სისტემა თავად არჩევს ერთმანეთისგან სატვირთო და სამგზავრო მატრებელს და შეცდომას სისტემა თავად გამორიცხავს.
სკანერის მომსახურების ცენტრში ექვსი საბაჟო ოფიცერი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
2009-2011 წლებში საბაჟო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს საზღვარზე რამდენიმე სპეციალური საბაჟო აღჭურვილობა დამონტაჟდა.

"კახეთს საინფორმაციო ცენტრი" აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული ჟურნალისტების სიას აქვეყნებს

სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ, 26 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის დარბევისას ჟურნალისტებიც დაზარალდნენ. სპეცრაზმელებმა კორესპონდენტები ალყაში მოაქციეს და ხელკეტებით ცემეს, ზოგიერთმა მათგანმა რეზინის ტყვიებით სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს.

სპეცრაზმის წევრებმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს დარეჯან პაატაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტმა სპეცრაზმელებს პრესის წარმომადგენლის დამადასტურებელი მოწმობა აჩვენა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას მოწმობა ყელიდან ჩამოგლიჯა, მეორემ კი ყელში ხელი წაუჭირა.

ვიდეოკამერა დაუმტვრიეს „პალიტრა TV“-ის ოპერატორს ავთანდილ სურმავას.

სპეცრაზმელებმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კიდევ ერთი კორესპონდენტი მალხაზ ჭკადუა ცემეს, საბუთები წაართვეს, რის შემდეგაც დააკავეს და დიღმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჟურნალისტი საათნახევრის განმავლობაში დაკავებული იყო და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. „მე და კიდევ ერთი ჟურნალისტი სპეცრაზმელების ალყაში მოვხვდით. თავში ხელკეტებს გვირტყამდნენ. ვყვიროდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ მაინც მირტყამდნენ. მერე წაგვიყვანეს დიღმის პოლიციის განყოფილებაში, საიდანაც საათნახევრის შემდეგ გამათავისუფლეს“, - აღნიშნავს მალხაზ ჭკადუა.

დააკავეს საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსის“ ორი კორესპონდენტი: ჟურნალისტი ანა გაბუნია და თენგო ოკუჯავა. ოკუჯავა მალევე, ანა გაბუნია კი მხოლოდ დილით გაათავისუფლეს.

ასევე ცემეს საინფორმაციო სააგენტო "პირWელის" ორი ჟურნალისტი თელარა გელანტია და ხათუნა გაგნიძე, წერს გაზეთი "რეზონანსი" დღევანდელ ნომერში.

სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტს ზაირა მიქატაძეს.

აქციის დაშლის შედეგად დაშავდნენ გაზეთ „ასავალ - დასავალის“ ჟურნალისტები ბექა სივსივაძე და გიორგი მამაცაშვილი. ბექა სივსივაძეს რეზინის ტყვიებით სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. „არაერთხელ ვუთხარით, რომ ჟურნალისტები ვიყავით, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ უფრო მეტად გვცემეს. ძირს ვიყავით დაყრილები და ხელკეტებს ისე გვირტყამდნენ. სხეულზე 30-მდე რეზინის ტყვია მომხვდა“, - ამბობს ბექა სივსივაძე.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ცემეს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი თამაზ კუპრეიშვილიც, რომელსაც ვიდეოკამერაც წაართვეს.

ცრემლსადენი გაზით მოიწამლა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი ნინო კახიშვილი, რომელსაც სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების მანქანაში გაუწიეს, რის შემდეგაც პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ამყოფეს.

„ნეტგაზეთის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს ნესტან ცეცხლაძეს ვიდეოკამერა წაართვეს, ჟურნალისტმა კოტე სტალინსკიმ კი აქციის დაშლისას სხეულის დაზიანებები მიიღო.

სპეცრაზმელებმა წიხლებით ცემეს და ფოტოკამერა წაართვეს გაზეთ „გურია ნიუსის" ჟურნალისტს ნატო გოგელიას. ფაქტის თვითმხილველი Media.Ge-ს თანამშრომელი გახდა.

პოლიციის თანამშრომელი ჯორჯაძის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდა და პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცა Media.Ge-ს რედაქტორს დავით მჭედლიძეს.

სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია კავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტს დიანა ხოფერიას, რომელსაც თავზე რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი http://ick.ge/ka/articles/6287-2011-05-27-10-52-45.html

ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობას აპროტესტებენ





დღეს დილით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, შპს „სუპერმარკეტის“ მოვაჭრეებმა, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, აქცია გამართეს. მათ დახმარებისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ისე ქალაქის პოლიციის სამართველოს წერილობით მიმართეს.
აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება გარევაჭრობის გამო ჩავარდნილმა საკუთარმა ბიზნესმა გამოიწვია. შპს „სუპერმარკეტი, ზუგდიდის ცენტრალური ბაზარია, სადაც 346 კერძო სავაჭრო ობიექტი და 100-მდე სავაჭრო დახლია, ხოლო ბაზრის მიმდებარედ, ქუჩის პირას გარემოვაჭრეები დგანან. -„ბაზარში არავინ შედის, ყველა გარეთ ყიდულობს. მალფუჭებადი საქონლით ვვაჭრობთ და ხშირად გვიფუჭდება. როცა ვერ ვვაჭრობთ, გადასახადებსაც ვერ ვიხდით. ყველას სესხი გვაქვს აღებული. ბაზარში სავაჭრო დახლები არის, მაგრამ არ შემოდიან, გარეთ ურჩევნიათ,“ – ამბობს აქციის მონაწილე, მზევინარ არღვლიანი.

ბაზარში შესვლაზე უარის თქმის მიზეზად, გარე მოვაჭრეები ადგილების არარსებობასა და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას ასახელებენ. – „ ბაზრის მოვაჭრეებმა დაგვითმონ ადგილები და არ ვივაჭრებთ გარეთ. შიგნით ვიყავით ცოტა ხნით, მაგრამ ჩვენთან არავინ მოდიოდა, რადგან სადღაც კუთხეში მოგვცეს ადგილები. თან გადასახადიც ვერ გადავიხადეთ. სამი შვილიშვილი მყავს გასაზრდელი და როგორ ვაჭამო პური,“ – ამბობს გარემოვაჭრე ნაზი კვარაცხელია.

შ.პ.ს „სუპერმარკეტის“ დირექტორის, გია კანკიას თქმით, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე სავაჭრო ადგილები საკმაოდაა.
– „ადგილები საკმაოდ გვაქვს. რაც შეეხება ტანსაცმელს, ამისთვის ზუგდიდში არის რამდენიმე ბაზრობა. გამგეობის ძალისხმევით აქ შემოიყვანეს გარემოვაჭრეები, მაგრამ არ გაჩერდნენ და ისევ გარეთ გავიდნენ. საუკეთესო ადგილები გამოვუყავით, მაგრამ არ ინებეს,“ – განაცხადა გია კანკიამ.
შპს“ სუპერმარკეტის“ ტერიტორიას 20 ათასი კვ.მ უკავია, აქედან 346 კერძო საკუთრებაა. გია კანკიას თქმით, ვერ მოხერხდა ბაზრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რადგან მიუხედავად არა ერთი მცდელობისა, კერძო მესაკუთრეებთან თუ დამქირავებლებთან შეთანხმება ვერ შედგა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ გარევაჭრობის აღსაკვეთად შესაბამის ზომებს მიიღებენ:– „გარევაჭრობა კანონით აკრძალულია და პოლიციასთან კონსულტაციის შემდეგ, მათთან ერთად, გადამჭრელ ზომებს მივიღებთ,“ – აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ლევან მესხია.

სოფო ხუბულავა

„სავარაუდო ინვესტორის“ იმედით აღებული 6-მილიონიანი სესხი



ფოთის მერია ფინანსთა სამინისტროსაგან 6 მილიონი ლარის სესხებას აპირებს. ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას განმარტებით, ეს თანხა ფოთის ბიუჯეტს ვალად არ დააწვება, მისი თქმით, უახლოეს მომავალში შვეიცარიული საინვესტიციო ჯგუფი ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად, 40 ჰა მიწის ნაკვეთის შეძენას გეგმავს.მერია კი სესხის დაფარვას ამ შემოსავლიდან აპირებს.

„ინვესტორები, სავარაუდოდ, წლის ბოლოს შემოვლენ, მანამდე სამუშაოები რომ არ შევაჩეროთ, სესხად აღებული თანხა საშუალებას მოგვცემს მშენებარე თეატრი და სპორტული დარბაზი 2012 წელს უკვე დავასრულოთ. დარჩენილი ფული კი გარეგანათების, სახურავებისა და ფასადების შეკეთებას მოხმარდება. ფინანსთა მინისტრისაგან ამ საკითხზე თანხმობა უკვე გვაქვს,“-ამბობს ლემონჯავა.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, დავით ნარმანიას თქმით, ნორმალური საბიუჯეტო პროცესის პირობებში ადგილობრივ თვითმმართველობას სესხის აღება არ სჭირდება, რადგან თვითმმართველობა საბიუჯეტო პროგნოზს აკეთებს და ფულს დაგეგმილი შემოსავლების მიხედვით ხარჯავს. „მოცემულ შემთხვევაში, შესაძლოა, ფოთის თვითმმართველობის მიერ ფინანსთა სამინისტროდან ფულის სესხება ნაკარნახევია იმით, რომ მან ვერ მიიღო საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფინასებლად საჭირო შემოსავლები. თუ წლის ბოლოს თვითმმართველობის ნავარაუდევი გარიგება არ შედგება, მას შესაძლოა პრობლემა შეექნას, რადგან სესხის დაფარვა ბიუჯეტის ფულით მოუწევს,“-განმარტავს ნარმანია


ნინო თუნთია

"სახალხო კრება" 26 მაისს დაკავებული პირების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს


"სახალხო კრება" 26 მაისს დაკავებული პირების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"მოგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ღამეს დაკავებული პირების უმეტესობას ისე მიესაჯათ სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციული პატიმრობა, რომ ამის თაობაზე არც ოჯახის წევრებმა და არც მესამე პირებმა იცოდნენ. მართალია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 281 პრიმა მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ სასამართლოს დადგენილება გამოტანიდან 48 საათში შეიძლება გასაჩივრდეს, თუმცა ეს მუხლი თავისთავად მოიცავს გასაჩივრების შესაძლებლობის ვარაუდს.
ცხადია, რომ წინამდებარე შემთხვევაში ხსენებულ ვადაში გასაჩივრების შესაძლებლობა აბსოლუტურად არ არსებობდა. არ არსებობდა ინფორმაცია დაკავებულების ადგილსამყოფელის ან და სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღის თაობაზე. არ არსებობდა სასამართლოს მოტივაცია, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, თუკი არ არსებობს კონკრეტული მოტივაცია, მის მართებულობა-არამართებულობაზე მსჯელობაც შეუძლებელია. ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ ასევე, კონკრეტულად თუ რა სამართალდარღვევის გამო იყვნენ პირები დაკავებულნი. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ გასაჩივრების ვადის გაშვება გამოწვეული იქნა დაკავებული მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, რის გამოც ხსენებულ ვადაში დადგენილების გაუსაჩივრებლობა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და გაუგრძელდეთ ხსენებული ვადა.
ათობით ადამიანი იმყოფება საპატიმროებში უმძიმესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ.
მივმართავთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადვოკატებს, გამოიჩინონ ძალისხმევა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, განახორციელოს მონიტორინგი ამ კანონიერი უფლების აღდგენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სხვა ნორმებთან ერთად დარღვეული იქნება სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ქარტიის მიერ დადგენილი უმნიშვნელოვანესი ნორმა.
"ინტერპრესნიუსი"

Sunday, May 29, 2011

ბათუმში „ტვ-25“ სამი დღეა გათიშულია



აჭარის საკაბელო ტელევიზია “ერა”-მ, უკვე სამი დღეა, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და ინფორმირების გარეშე “ტვ-25” ქსელიდან გათიშა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, ამის ოფიციალურ მიზეზად მათ ტექნიკურმა სირთულეები, კერძოდ, გადამცემი მოდულატორის დაზიანება დაუსახელეს, რომლის აღდგენაში დახმარება “ტვ-25“-მა „ერა“-ს პირველ დღესვე შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

ამ დროისათვის ბათუმის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 საკაბელო ტელევიზია მაუწყებლობს. „ერა” ქალაქის თითქმის ნახევარს ემსახურება. მის მფლობელებად მთავრობასთან დაახლოებული პირები მოიაზრებიან.

„ტვ-25“-ის მმართველის, მერაბ მერკვილაძის განცხადებით, 27 მაისის შემდეგ საკაბელო ტელევიზიის ხელძღვანელობასთან შეხვედრას და სიგნალის გათიშვის რეალური მიზეზის გარკვევას ვერ ახერხებს, რის გამოც ის სხვა მიზეზებზე საუბრობს.:–„პირველ დღეს განაცხადეს, რომ დაზიანებული მოწყობილობა იმ დღესვე შეკეთდებოდა. შემდეგ კი მმართველებთან შეხვედრა აღარ ხერხდება. მათ ან ტელეფონი აქვთ გამორთული ან ადგილზე არ იმყოფებიან“, –აცხადებს მერაბ მერკვილაძე.

ტვ“ერა”-ს მმართველთან, გია მეტრეველთან ტელეფონით დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ჩვენც ამაოდ ვცდილობდით. ტელეფონი ქსელიდან იყო გათიშული. ამავე კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სულხან გოგიბერიძეს, უცხოეთში დავუკავშირდით: – „საქმის კურსში არ ვარ და არ შემიძლია ამ საკითხზე საუბარი. ალბათ ხვალ ჩამოვალ საქართველოში და ადგილზე გავარკვევ, რა მოხდა “, – აღნიშნა გოგიბერიძემ სატელეფონო საუბრისას.

”ტვ-25” დამოუკიდებელი არხია და მისი მაუწყებლობა აჭარის გარდა, გურიის რეგიონის ნაწილზეც ვრცელდება. მას დაახლოებით 300-ათასიანი აუდიტორია ჰყავს. ტელეკომპანიას პრობლემებს, თავის დროზე ხშირად ასლან აბაშიძეც უქმნიდა, რომელმაც შეძლო და მფლობელებს არხი რამდენჯერმე იძულებით დაუხურა, იძულებით გაასხვისებინა და ნახევარი მილიონი ლარით დააჯარიმა კიდეც, რასაც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხანგძლივი სასამართლო პროცესები მოჰყვა და არხი გაკოტრებას ძლივს გადაურჩა.

არხს რამდენიმე ტოქ-შოუ აქვს. ტელევიზია ხშირად უთმობს ეთერს ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. მიმდინარე წლის 21 მაისს დაწყებული
აქციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს „ტვ-25“ ტელეკომპანია, ნაციონალური არხებისგან განსხვავებულად აშუქებდა. 25 მაისის ღამის კადრებს კი მთელი ღამის მანძილზე აწვდიდა მოსახლეობას. რამდენიმე დღის განმავლობაში, “ტვ-25”-ის ეთერში მხოლოდ “მაესტრო” იყო ჩართული.

ამავე ტელეკომპანიამ ეთერში გადასცა აქციის დარბევის დროს
პოლიციელთა დაღუპვასთან დაკავშირებული ექსკლუზიური ვიდეო კადრებიც, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ახტებიან სპეცრაზმელები ოპოზიციის ესკორტის ერთ-ერთ ჯიპს, რის შემდეგაც ერთ ერთი თავს ვეღარ იმაგრებს, ვარდება და მას უკან მომყოლი მანქანა ეჯახება. აღნიშნილმა კადრებმა რუსთავი 2-ისა და “იმედის” მიერ გავრცელებული ვერსიებს გამორიცხავდა. იხ.ლინკი: http://www.tv25.ge/videoshow.php?id=FLV%2Fnews%2F5019.flv

ზურა ბაუჟაძე

Saturday, May 28, 2011

სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა



29 მაისს, დილით, აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მოსკოვის კლინიკაში გარდაიცვალა.
„დღეს დილით სერგეი ვასილევიჩი გარდაიცვალა“,-ამის შესახებ პრეზიდენტის დაცვის ამსახურის უფროსმა, ანდრეი ბობუამ „ინტერფაქსს“ განუცხადა.

მიმდინარე წლის 21 მაისს, ბაღაფშს მოსკოვის 83-ე კლინიკაში რუსი და ფრანგი ქირურგების მიერ მარჯვენა ფილტვზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები ოპერაციას თავდაპირველად „წარმატებულად“ აფასებდნენ. თუმცა 3 დღის წინ დაწყებული გართულების გამო, ის ხელუვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს. ერთი დღის წინ ექიმებმა უკვე სხვა ორგანოების გართულებებიც დააფიქსირეს, რის გამოც ვერ შეძლეს მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, გვაუწყებს სააგენტო „ინტერფაქსი“.

სახალხო დამცველის აპარატმა დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგი განახორციელა




28 05 2011

2011 წლის 26–28 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგი განახორციელეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც განთავსებულნი არიან 2011 წლის მაისის თვეში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა მონიტორინგი განახორციელა თბილისის, იმერეთის, აჭარის, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა–მთიანეთის და კახეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის რწმუნებულები გაესაუბრნენ როგორც იზოლატორების ადმინისტრაციას ასევე დაკავებულ პირებს, შეამოწმეს შესაბამისი დოკუმენტაცია.

მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ დაკავებულთა უმრავლესობას მეტ–ნაკლებად სერიოზული ხასიათის დაზიანებები აღენიშნება. რამდენიმე დაკავებულ პირს აღენიშნება მძიმე კატეგორიის დაზიანებები, რაც ასევე დასტურდება დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას შევსებული გარეგნული დათვალიერების ოქმებით. დაკავებულები ზეპირ საუბარში აცხადებენ, რომ დაზიანებები მიღებული აქვთ როგორც აქციის დაშლისას, ისე დაკავების შემდგომ, თუმცა ბევრმა მათგანმა უარი განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის ამ ეტაპზე ახსნა–განმარტების მიცემაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დაუყოვნებლივ ჩატარებას დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ იმ პირთათვის, რომელთაც აღენიშნებათ სხვადასხვა კატეგორიის დაზიანებები და თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას.

აქვე ვაქვეყნებთ მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შედგენილ დაკავებულ პირთა სიას:

2011 წლის მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა სია იზოლატორების მიხედვით:

თბილისის N1 დმი (28 მაისის მდგომარეობით):

1.ღვალაძე რამაზი
2.გუნდიშვილი ჯემალი
3.შუკაკიძე დავითი

თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორი (27 მაისი მდგომარეობით):
1.ბერიშვილი ლევანი
2.ზურაშვილი შაქრი (ზაქარია)
3.გვიმრაძე ზაზა
4.ჩიგოგიძე ბაქარი
5.ცილიკიშვილი მიხეილი
6.ჩარბაძე ირაკლი
7.თუთარაშვილი დავითი
8.ცამბაია თეიმურაზი
9.გელაშვილი ზურაბი
10.მაისურაძე მიხეილი
11.თოდაძე კახაბერი
12.გურული ბორისი
13.ბეროშვილი გიორგი
14.ბესელია მამუკა
15.სისაური მახარე
16.ჩიტრეკაშვილი დავითი
17.აღაჯანაშვილი გიორგი ვასილის ძ
18.ჩიტრეკაშვილი ზურაბი
19.სურამელაშვილი ჯემალი
20.ჩიგოგიძე ბადრი
21.გოგუაძე ნიკოლოზი
22.გულუაშვილი ივანე
23.ბურდული მიხეილი
24.ჩარკვიანი ვარლამ
25.ხურციძე ზერო

რუსთავის დმი (27 მაისის მდგომარეობით):
1.ფირცხალაიშვილი გიორგი
2.შაყულაშვილი დავითი
3.ბერიშვილი გიორგი
4.წერეთელი მალხაზი
5.ჭელიძე ცოტნე
6.გოჩიტაშვილი თორნიკე
7.იურინი ბორისი
8.მარღიშვილი მამუკა
9.ქიტიაშვილი ზურაბი
10.ხუციშვილი კახაბერი

გარდაბნის დმი (27 მაისის მდგომარეობით):
1.ლელაძე სიმონ
2.კეკელია გიორგი
3.ლაჩიშვილი უჩა
4.წურწუმია პაატა
5.ქოჩქიანი გიორგი
6.ხუციშვილი მამუკა
7.რობაქიძე ლუხუმი
8.სამხარაძე ნიკა
9.კუპრაშვილი გიგლა
10.ბერიაშვილი ირაკლი

მარნეულის დმი (27 მაისის მდგომარეობით):
1.გოგიტიძე გედევანი
2.გასანოვი რამინი
3.გაბიდაური მერაბი
4.გლურჯიძე ავთანდილი
5.თექთურმანიძე ონისე
6.ვარძელაშვილი გიორგი
7.ბურჯანაძე არჩილი
8.აბულაძე პაატა
9.ოგბაიძე გიორგი
10.ნეფარიძე გიორგი

ბოლნისის დმი (27 მაისის მდგომარეობით):
1.დიდებაშვილი როინი
2.დარასელია ელგუჯა
3.წიკლაური პაატა
4.ჭანტურია გიორგი
5.აბაშიძე გიორგი
6.კვარაცხელია დემნა
7.ბიწაძე ელიზბარი
8.კეზუა მიხეილი
9.ბუჩუკური ბესიკი
10.იავოლსკი ალექსანდრე

კასპის დმი (26 მაისის მდგომარეობით):
1. აკოფიანი მორისი
2. შარუხია დავითი

მცხეთის დმი (26 მაისის მდგომარეობით):
1. გიორგაძე ზვიადი
2. მოდრეკილაძე გიორგი
3. კეკუტია ვარლამი
4. მუმლაძე კობა
5. მეფარიშვილი დავითი
6. გიორგაძე ჟორა
7. ქამადაძე ნუგზარი
8. ნაჭყებია ალიკა
9. გველესიანი ნუგზარ
10. ჯაჭვლიანი იოსები
11. ბუხნიკაშვვილი გელა
12. წიკლაური ომარი
13. დონაძე ალექსანდრე
14. გურასპაშვილი ალექსანდრე
15. ჯანიაშვილი ირაკლი


თელავის დმი (27 მაისის მდგომარეობით):
1. გორა ანდრეი
2. დუმბაძე მურმანი
3. ჩუბინიძე ალექსანდრე
4. ჭიკაიძე ზურაბი
5. ლატარია რამაზი
6. ჩალაბაშვილი მამუკა
7. ბუაჩიძე კახა
8. კვინიკაძე ზურაბი
9. მუთოშვილი მალხაზი
10. ჯავახიშვილი ლაშა
11. კიკილიშვილი ზურაბი
12. ფირიაშვილი ზურაბი
13. სანიკიძე ნიკა
14. მგელაძე რეზო
15. მგელაძე სიმონი
16. ლურსმანაშვილი გია
17. გელხაური როლანდი
18. ღონღაძე ზურაბი
19. რევიშვილი გიორგი
20. ბიწაძე რემი
21. ახვლედიანი ზვიადი
22. ხუსკივაძე ლაშა



სიღნაღის დმი (27 მაისის მდგომარეობით):

1.ბეგიაშვილი ზურაბი
2.ავალიანი გივი
3.მათეშვილი მიხეილი
4.ჯანიბეგაშვილი უშანგი
5.კაპანაძე ჯონდო
6.გაგნიძე არჩილი



ყვარლის დმი (27 მაისის მდგომარეობით):

1.წიკლაური გოჩა
2.იმნაძე ვლადიმერი
3.თედორაძე გოჩა
4.თედიაშვილი ავთანდილი
5.ჯავახიშვილი გიორგი
6.ბალახაძე მირიანი
7.ტაველიშვილი გიორგი
8.სოხაშვილი შალვა
9. მელქოშვილი ტარიელი
10.ორუჯოვი ალიოშა
11. თანდილაშვილი გივი


ზესტაფონის დმი (27 მაისის მდგომარეობით):
1.მიხანაშვილი პაატა
2.ორმოცაძე დიმიტრი
3.ანგურიძე ოთარ
4.გოგიჩაიშვილი მიხეილ
5.ყორღანაშვილი ზაზა
6.წერეთელი ვლადიმერ
7.ტერელაძე გიორგი


სამტრედიის დმი (27 მაისის მდგომარეობით):
1. ქველაძე ბადრი
2. გელენიძე ბესო
3. ნათენაძე ზურაბ


ბაღდათის დმი(27 მაისის მდგომარეობით):
1. ქველაძე როსტომ
2. ჩხიტუნიძე რევაზ


ოზურგეთის დმი (27 მაისის მდგომარეობით):
1. კვარაცხელია ხვიჩა
2. პაპუნაშვილი ელგუჯა
3. წაქაძე ირაკლი
4. ბუჯიაშვილი გიორგი
5. ბუბულაშვილი ვლადიმერი
6. ქურდიანი გივი
7. ხაჩიზე ზაზა
8. ლაგვილავა აიდმირი

ჩოხატაურის დმი (27 მაისის მდგომარეობით):
1. გურგენიძე გიორგი
2. ჩუბინიძე ამირანი
3. გავაშელიშვილი გიგა
4. მატიაშვილი გიორგი
5. ონიანი ლეგა
6. ტიტვინიძე დიმიტრი
7. კვარაცხელია ირაკლი
8. რიჟამაძე ავთანდილი


ლანჩხუთის დმი (27 მაისის მდგომარეობით):
1. ჩაჩხიანი მზეჭაბუკი
2. მაყიშვილი ზურაბი
3. დევნოზაშვილი ვეფხია
4. დუნდუა გიორგი
5. ლაშხი გოჩა
6. კუტალაძე ვარდენი
7. ყოლბაია გიორგი
8. ფლუიძე ტარიელი
9. მამნიაშვილი თენგიზ
10. მამნიაშვილი გელა
www.ombudsman.ge

28-29 მაისს ფოთში კოლხურ-ლაზური ცეკვებისა და სიმღერების ფოლკლორული ფესტივალი ჩატარდება.ფესტივალის ორგანიზატორი ფოთის ჯანო ბაგრატიონის სახელობის ქორეოგრაფიული სტუდია "ლაზიკაა."
"ფესტივალში დასავლეთ საქართველოს რაიონებიდან, 25 კოლექტივი მონაწილეობს. პირველ დღეს ადგილობრივი ანსამბლები გახსნიან, ხოლო მეორე დღეს ოთხსაათიანი საფესტივალო პროგრამა გვექნება."-განაცხადა სტუდია "ლაზიკას" ხელმძღვანელმა, გიგლა თურქიამ.
ფესტივალის მონაწილეებს შვიდი კაცისაგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს ქორეოგრაფთა ერთიანი კავშირის თავმჯდომარე, რეზო ჭანიშვილი იქნება.
ფესტივალის ორგანიზებისათვის ფოთის ბიუჯეტიდან 10 000 ლარი გამოიყო.

დევნილი ბავშვები ბიბლიოთეკის გახსნას ითხოვენ



ფოცხო-ეწერში მცხოვრები დევნილი ბავშვები ბიბლიოთეკის გახსნას ითხოვენ. ბავშვებმა ამ თხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ მიმართეს. თავის მხრივ „საუნჯემ“ დახმარება სთხოვა, 20-მდე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას. „საუნჯეს“ თავმჯდომარის, იაგო ფასანძის თქმით, ფოცხო-ეწერში ბიბლიოთეკის გახსნის ფინანსური შესაძლებლობა, მის ორგანიზაციას არ აქვს და იგი დახმარებას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს. - „უკვე მეორე თვეა, რაც ფოცხო-ეწერში ფუნქციონირებს „საუნჯეს“ ახალგაზრდული ცენტრი, ჩვენთან იკრიბებიან ახალგაზრდები და ბავშვები. სწორედ მათ გამოთქვეს სურვილი ფოცხო-ეწერში იყოს ბიბლიოთეკა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს მივმართეთ თბილისში, ოცზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას, გამომცემლობებს, ასევე მეგობრებს და კოლეგებს, რომ ჩაერთონ ამ აქციაში და თუნდაც თითო-თითოდ შევაგროვოთ წიგნები და ფოცხო - ეწერელ ბავშვებს გავუხსნათ ბიბლიოთეკა.“ - ამბობს იაგო ფასანძე.
შეგახსენებთ, რომ ფოცხო ეწერში დევნილები, გასული წლის აგვისტოს თვეში ჩაასახლეს.

ტოტალიტარული მედიაკამპანიის მსხვერპლი მოსახლეობა




ექსპერტთა შეფასება


26 მაისის ღამით, რუსთაველზე, სპეცრაზმელთა მიერ აქციის დარბევისა და ადამიანების დაღუპვის ფაქტმა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამ დრომდე დაკარგულად 50-მდე ადამიანი ითვლება, ხოლო მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. 1 პოლიციელი და ერთი მომიტინგე დარბევისას დაიღუპა, ხოლო ორი დღის ძებნის შემდეგ, ერთი ხელფეხშეკრული მამაკაცის გვამი ქუჩაში იპოვეს. 2 ადამიანის გვამი ერთ-ერთი მარკეტის სახურავზეა ნაპოვნი, რომელთა კავშირს აღნიშნულ მოვლენებთან პოლიცია იკვლევს.

ამ ფონზე, რეგიონებში მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას ნაბიჯს უწონებს, გარკვეული ნაწილი კი გმობს. ბევრი ადამიანი შეფასებებისგან თავს იკავებს.„თავისუფალი სიტყვა“ ზუგდიდისა და ფოთის ქუჩებში, დაახლოებით, 50-მდე ადამიანს ესაუბრა, მათ შორის,რამდენიმე ადამიანმა დაგმო მომიტინგეებზე განხორციელებული ძალადობა და სისასტიკე.რეგიონებში, სადაც მოსახლეობა მხოლოდ ნაციონალურ არხებს უყურებს,მათი უმრავლესობის განწყობაში მომიტინგეებისადმი გადამეტებული ზიზღი შეინიშნებოდა:-"ასე ხვდებათ მაგათ, აბა რა ეგონათ!". რამდენად ადექვატურია აღნიშნული განწყობა, რა განაპირობებს მსგავს დამოკიდებულებას, რა როლი აქვს ამ დროს მედიას, რამდენად უტყუარი ინფორმაცია აქვს რეგიონის მოსახლეობას, ამ და სხვა საკითხებზე, ექსპერტს სამოქალაქო საკითხებში, ირაკლი სესიაშვილს, ექსპერტს პოლიტიკურ საკითხებში, გია ნოდიასა და მედიაექსპერტს,ზვიად ქორიძეს ვესაუბრეთ.

ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თავისი პოლიტიკით, საზოგადოების მორალურ დეგრადაციას ახორციელებს. რის გამოც, მისი შეფასებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილიც არაადექვატურად აფასებს სიტუაციას. -„ფაშისტური მიდგომა, სადიზმი, არაჰუმანური მოპყრობა, წამება თუ ვინმეს მიმართ გამართლებული იქნება, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს ეკუთვნის, სწორედ, მორალური ღირებულებების გადაფასების პროცესია,“ - განმარტავს სესიაშვილი. იგი გუანტანამოს შემთხვევას იხსენებს, „გუანტანამოში, სადაც 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილე ტერორისტები იმყოფებოდნენ, მათდამი მოპყრობის გამო, ამერიკა მსოფლიო საერთაშორისო ორაგანიიზაციებმა გააკრიტიკეს და დაგმეს. ფაქტობრივად, იგივე კადრები ვნახეთ ამჯერად, რუსთაველზე“.

სესიაშვილი აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. პოლიციელის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით კი აცხადებს, “სიტუაციის დადგენას კადრებით შევეცადე. სამწუხაროდ, ვერ დავინახე დაჯახების მომენტი. ადამიანი, რომ მდგარიყო და მას დაჯახებოდა მანქანა, ასეთი რამ არ ჩანს. ტერიტორიიდან ადამიანები ავტომობილების კოლონის გავლამდე გადიოდნენ.“ სესიაშვილის თქმით, გავრცელებულ კადრებში ჩანს, ერთ-ერთი მანქანის კარებზე გარედან ჩაჭიდებულია მამაკაცი, რომელიც კოლონას ბოლომდე გაჰყვა. „შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქვაფენილზე გადასვლის დროს ამ მამაკაცს დაუცურდა ხელი და ჩამოვარდა. შემდგომ,მეორე მანქანას შეუვარდა, რომელმაც იმსხვერპლა.“ მისი თქმით, ბრალეულობის გამოსაკვეთად ექსპერტიზა და გამოძიებაა საჭირო. თუმცა , როგორც ამბობს, ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„სპეცოპერაციის ჩატარებით, ხელისუფლებამ გამოიწვია პანიკა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის. პანიკის დროს ადამიანი აფექტურ მდგომარეობაში იმყოფება და მოქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია,“- აცახდებს ექსპერტი. ის, რეგიონის მოსახლეობას ურჩევს, მეტწილად პრესას გაეცნონ. “ნუ მოიწამლებიან ე.წ. ნაციონალური არხებით, „რუსთავი 2-ით“, „იმედითა“ და „1არხით“ და მსგავსი მარაზმული ტელევიზიებით,“- განაცხადა სესიაშვილმა.

ექსპერტი, გია ნოდია აქციის დაშლას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და ამბობს, რომ დარბევა არაკორექტული ნათქვამია. „ესენი არ იყვნენ მშვიდობიანი დემოსტრანტები. ეს იყო, ექსტრემისტული ჯგუფი, რომელთა პოლიტიკური მიზანი ძალადობისა და პერსპექტივაში, სამოქალაქო ომის გამოწვევა იყო. ამიტომ, ღამის 12სთ-ზე აქციის დაშლა, ჩემის აზრით სწორი გადაწყვეტილება იყო“ -აცხადებს ნოდია. მისი თქმით, მიუღებელია, როცა ადამიანი სამართალდამცავებს წინააღმდეგობას არ უწევს და პოლიციის მხრიდან მათ ცემას აქვს ადგილი. ნოდიას განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ვერ შეაფასებს ქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი :„რაღაც ეპიზოდებში ჰქონდა, მაგრამ ეს იყო ცალკეული ეპიზოდები თუ სისტემური, ცალსახად ამის თქმა ძნელია. შეშფოთებას იწვევს დაკარგული ადამიანები. ამიტომ უნდა დაიწყოს გამოძიება.“ ნოდია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ის უწყებაა, რომელსაც გამოძიებაში წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს.
მისი განცხადებით, მედიამ მომხდარი არაადექვატურად გააშუქა: „სამთავრობო მედიამ, ცალმხრივად მთავრობული კუთხით გააშუქა, ოპოზიციურმა მედიამ - ოპოზიციური კუთხით. დაბალანსებული ინფორმაცია, კი ტელესივრცეში ფაქტიურად არ იყო.“

ექსპერტ ზვიად ქორიძის განმარტებით, ადამიანი შეფასებას მის ხელთ არსებული ინფორმაციით აკეთებს. ხელისუფლების მხრიდან, ლეგიტიმურ უფლებას, აქციის დაშლის შესახებ ,უნდა მოყვეს განმარტება: რას გულისხმობს აქციის დაშლაში სამართლიანობის პრინციპით აგებული კანონმდებლობა. „მიტინგს შლიან ბერლინში, ნიუ იორკში და სხვა ქალაქებშიც, მაგრამ არა ისეთი მექანიზმებით, რაც კონსტიტუციურ უფლებებს ეწინააღმდეგება,“-აღნიშნავს ქორიძე.

მისი თქმით, ხელისუფლება და საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ამართლებს დარბევას, ვერ გამოვიდა საბჭოთა მემკვიდრეობიდან. -„საქართველოში მიტინგის დაშლა და დარბევა ერთიდაიგივე პროცესადაა მიჩნეული. საჯარო აქციის დასაშლელად ხელისუფლება დარბევაზე გადადის, რადგანაც, არ იცის სხვა მექანიზმები და არც საზოგადოებას აქვს სხვა მოლოდინი. არაინფორმირებული მოქალაქე ამართლებს აქციის დაშლას, მეორე მხარე კი, მიუღებელ მექანიზმებზე საუბრობს, რაც არის მნიშვნელოვანი.“

ქორიძე მიიჩნევს, ტოტალიტარიზმი ვლინდება იმაშიც, რომ ადამინებს ან ეშინიათ საკუთარი აზრის რეალურად გამოთქმის, ან მათ ინფორმაციის სხვა წყარო არა აქვთ და დაიჯერეს ის რაც უთხრეს. ამ ადამიანებს, ის, „ტოტალიტარული მედიაკამპანიის მსხვერპლად“ თვლის.

ზვიად ქორიძე აქციებისა და ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გაშუქების დროს ჟურნალისტის ვალდებულებებზეც საუბრობს.

-“ჩვენი მთავარი მოვალეობაა, დავაზუსტოთ ერთი მხარის, ამ შემთხვევაში შსს გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ბურჯანაძის მანქანამ გაიტანა აქციის მონაწილე. პირველ რიგში, ნამდვილად გაიტანა თუ არა პოლიციელი, იდგა თუ არა იგი სამსახურეობრივი მოვალეობის ადგილას, ნამდვილად იყო თუ არა ეს მანქანა ბურჯანაძის ესკორტის შემადგენლობაში,“ -აცახდებს ქორიძე. მისი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა უწყებების მსგავსად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასთან გვექნება საქმე.


ესაუბრა იზა სალაყაია

კეთილმოწყობა კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე





ჟურნალისტური მოკვლევა
ფოთში, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, 3 000 ავტოფარეხიდან ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2 230 უკვე აიღო, ამის შესახებ, ქალაქის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ განაცხადა. მათ შორის დაკანონებული ავტოფარეხებიცაა. ეს კამპანია, გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. ათობით კორპუსის მობინადრეს, ეზოში ჯერ რკინის ავტოფარეხების და სხვა კონსტრუქციების აღება, შემდეგ კი კაპიტალური ნაგებობების დანგრევა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მაინც მოუხდა.

ხელფასზე გაცვლილი საკუთრების უფლება

„სახლში, მხოლოდ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები და გარაჟის გასაღები დამრჩა, იმ ხარჯის სახსოვრად, რაც აშენებაზე გავწიე. სხვა რა გზა მქონდა?“- ამბობს კოსტავას #6-ში მცხოვრები, ახალგაზრდა მამაკაცი.
დანგრეული ავტოფარეხების მეპატრონეების უმეტესობა, პირად საუბარში არ მალავს, რომ ეს ნაბიჯი იძულებით გადადგეს: სამსახურის შენარჩუნების, ან ახლობლებისთვის სხვადასახვა პრობლემების აცილების მიზნით. მაგრამ, იგივეს გამეორება ღიად არ სურთ. „ჯართის გროვას სამსახურს ვერ გადავაყოლებდი. შვილების გამო ყველაფერზე წავალ“- ასეთია ქალბატონის არგუმენტები, რომელმაც ეზოდან რკინის კონსტრუქციაც აიღო და საბინაო ამხანაგობის ნებართვით აგებული, რეესტრში გატარებული კაპიტალური ავტოფარეხიც.

ფოთის მერი, ვახტანგ ლემონჯავას თქმით, ინფორმაცია მოსახლეობაზე განხორციელებულ ზეწოლის შესახებ, გადაჭარბებულია. „კერძო საკუთრების ხელყოფის არც ერთი ფაქტი, ამ ადამიანებთან შეთანხმების გარეშე არ გაგვიკეთებია. ეს არ იყო კრიმინალური პროცესი“- განაცხადა ფოთის მერმა ჟურნალისტებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე.


ზეწოლა მეზობლების სახელით


ფოთის მერის თქმით, ეზოების კეთილმოწყობის პროექტს ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ მოქალაქეობრივი პოზიცია არა აქვს და არც მეზობლებს უწევს ანგარიშს. „რუსთაველის რკალის #14 ნომერში მცხოვრებ ვანო ნარმანიას, თავისი სამარცხვინო ნაგებობა ქალაქის ცენტრში ექნება, სანამ მეზობლებს არ შეაწუხებს“- ამბობს ლემონჯავა. ვანო ნარმანია, რომელიც არ აპირებს დაკანონებული ავტოფარეხი კომპენსაციის მიღების გარეშე დაანგრიოს, აცხადებს, რომ უარის თქმის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობა მასზე ზეწოლას მეზობლების საშუალებით ცდილობს.
ნაბადის უბანში, ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოს მდებარე კორპუსებში დაკანონებული ავტოფარეხების დანგრევაზე უარი თერთმეტმა მოქალაქემ თქვა. მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქალაქის მერმა მათ მეზობლებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ ეზოში, სადაც ავტოფარეხები დარჩა შესაძლოა, სპორტული მოედნები არ გაკეთდეს.
გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ე.წ. „პენტაგონის ბინებში“, დაკანონებული ნაგებობის დანგრევის შემთხვევებს მერი ასევე, მეზობლებს უკავშირებს.

გეგენავების ოჯახს საქვაბის პრივატიზებაზე თანხმობა მეზობლებმა ხელმოწერებით მისცეს. ქალაქის მერის თქმით, ეზოს გაწმენდისას მეზობლებმა უკან მოისურვეს ამ თანხმობის წაღება და სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტეს.„გეგენავებმა ნახეს, რომ მერია კი არა, მეზობლები უპირისპირდებოდნენ და საკუთრება თავად დაანგრიეს“ - ამბობს ლემონჯავა. „პენტაგონის ბინის“ მცხოვრებლები მომხდარზე საუბარს თავს არიდებენ.
მედიასთან ურთიერთობისაგან, ამ დრომდე თავს იკავებს ამავე ბინაში მცხოვრები, ბართიების ოჯახიც, რომელსაც ეზოში დაკანონებული სურსათის მაღაზია ჰქონდა. მათ ნაგებობა იმ პირობით დაანგრიეს, რომ კეთილმოწყობისას მერია ახალ ობიექტს გაუხსნიდათ. „აღმოჩნდა, რომ ეზოს პროექტს ასეთი ობიექტი არ მოუხდა, მერე მეზობლებსაც გაუჩნდათ მაღაზიების აშენების სურვილი. ამ ეზოს მაღაზიების რიგად ვერ გადავაქცევთ“- ასე ასაბუთებს დანაპირებზე უარს ქალაქის მერი.


"ნებაყოფლობითი" ექსპროპრიაცია


ავტოფარეხების აღების შესახებ საკრებულოსა და მერიას შესაბამისი დოკუმენტი არ გამოუცია. მესაკუთრეებმა მითითება სიტყვიერად მიიღეს. „თავისუფალი სიტყვის“ წერილობით მოთხოვნაზე, მიეთითებინათ შენობების დანგრევის სამართლებრივი საფუძველი, მერიამ უპასუხა, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს და ავტოფარეხები საკუთარი ნებით დაანგრია. „დაგეგმილი კეთილმოწყობის პროექტები, უზრუნველყოფს საჯარო სარგებლობის სივრცისა და ცხოვრების კომფორტული პირობების შექმნას.“ განმარტავს ფოთის მერის მოადგილე, ავთანდილ ბაბილუა.
„ტერმინს „საჯარო სარგებლობის სივრცე“ ქართული კანონმდებლობა არ იცნობს. შეიძლება არსებობდეს სივრცითი მოწყობის გეგმა, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს, როგორც ეს დედაქალაქის შემთხვევაშია, მაგრამ ეს კერძო საკუთრების ჩამორთმევას, ექსპროპრიაციას არ გულისხმობს. საჯარო და კერძო ინტერესებს კანონი განსაზღვრავს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იყოს მიღებული.“-აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ბექა დოჭვირი.
ფოთის საკრებულოს დარგობრივი ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი შამუგია აბობს, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ საკითხებში სივრცითი მოწყობის გეგმა არ არის. კორპუსების ეზოებში ჩასატარებელ სამუშაოების ხარჯები და ვადები კი ფოთის 2011 წლის ბიუჯეტშია მითითებული.
მიმდინარე წლის პირველ აპრილს, იმავე „პენტაგონის ბინებში“ პარლამენტარების სტუმრობისას მერმა პიდაპირ თქვა, რომ ამ ეზოში ზოგიერთი მოქალაქის უფლება შეილახა და დაკანონებული შენობების პატრონებს მატერიალური ზარალიც მიადგათ. ამის მიუხედავად, ფოთის ხელისუფლება დაზარალებული მოსახლეობისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემას არ აპირებს. „ კომპენსაციები რომ გაგვეცა, როგორც ეს ბათუმში მოხდა, ამას 70-ვე ეზოს კეთილმოწყობისთვის გათვალისწინებული მთელი თანხა არ ეყოფოდა. ბათუმი საჩვენებელი ქალაქია, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს„-აცხადებს მერი.


სათამაშო მოედნები კერძო საკუთრების ადგილას


დანგრეული ავტოფარეხების ადგილას, მერია სათამაშო და სპორტული მოედნების, სკვერების და ატრაქციონების განთავსებას გეგმავს. ფოთის 2011 წლის ბიუჯეტში 20 ეზოს კეთილმოწყობისთვის, 950 000 ლარია გათვალისწინებული. ამ დრომდე არც ერთ ეზოში სამუშაოები არ მიმდინარეობს. მშენებლობის სამსახურის უფროსის, ირაკლი ნაჭყებიას თქმით, 30 000 ლარის საპროექტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ, შპს „სპექტრმა“ უკვე ჩაატარა. ახლა მერია, ამ სამუშაოების ექსპერტიზაზე აცხადებს ტენდერს. კეთილმოწყობა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება. ეზოებიდან არც ნანგრევები გაუტანიათ. დასუფთავება, მხოლოდ მალთაყვის უბანში, გურიის ქუჩაზე მდებარე ორი კორპუსის ეზოში დაიწყო. სამშენებლო ნაგვის გასატანად, ბიუჯეტში 50 000 ლარია გათვალისწინებული.


ნინო თუნთია

Friday, May 27, 2011

მიმართვა სახალხო დამცველს!

საზოგადოების ნაწილი საქართველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს მიმართავს და ირაკლი ბათიაშვილისა და მისი ცოლისძმის მოძიებაში ოჯახის დახმარებას თხოვს.

„მოგეხსენებათ, რომ 2 დღეა ირაკლი ბათიაშვილი და მისი ცოლისძმა თამაზ ფანჩულიძე გაუჩინარებულები არიან. შსს უარყოფს მათი დაკავების ფაქტს. ისინი არც ერთ კლინიკაში არ იმყოფებიან. ოჯახს აქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ბათიაშვილი და ფანჩულიძე სასტიკად ნაცემი ჰყავთ მოდულის შენობაში. მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ საკუთარი უფლებამოსილება, დაეხმაროთ ოჯახს მათ პოვნაში. თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ, ვისაც ამ ეტაპზე აქვს უფლება და მოვალეობაც, ჩაერიოს ამ სიტუაციაში და დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება. უმორჩილესად გთხოვთ მყისიერ რეაგირებას“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

ელისო ჯანაშია , "თავისუფალი სიტყვის" რედაქტორი

ლიკა ბასილაია, ჟურნალისტი

შალვა რამიშვილი, ჟურნალისტი

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი

ნინო თუნთია, "თავისუფალი სიტყვის" ჟურნალისტი

იზა სალაყაია, "თავისუფალი სიტყვის"ჟურნალისტი

თეა ზიბზიბაძე, "ახალი გაზეთის" პასუხისმგებელი რედაქტორი

გიორგი სიხარულიძე,''გურია ნიუსის'' მთავარი რედაქტორი

შორენა ღლონტი, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი

ეთერ თურაძე, "ბათუმელების" რედაქტორი

ია ანთაძე, ჟურნალისტი

ნინო ზურიაშვილი, ჟურნალისტი

თინიკო ტურძილაძე, ექსპერტი

ეკა ალფაიძე, ჟურნალისტი

ფრიდონ კერვალიშვილი, ჟურნალისტი

რეზო ოქრუაშვილი, "ხალხის გაზეთის" რედაქტორი

ეკა ფირცხალავა, ჟურნალისტი

თამარ გურჩიანი, იურისტი

მადლენა მაჭარაშვილი, ინტერნეტგამოცემა tribuna.ge

ნინო ხაჩიძე, ჟურნალისტი

ნინო კაპანაძე, ჟურნალისტი

ეკა ჯიხვაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფლების ცენტრი”

გია ფაცურია, მოქალაქე

თეა თოფურია , ჟურნალისტი

ნათია დანელიშვილი, ჟურნალისტი

სოფო თოდუა, ჟურნალისტი

ნატალია სარქისაშვილი, ჟურნალისტი

ზაქარია როჭიკაშვილი, ექიმი-ონკოლოგი

ბიძინა გიორგობიანი, მოქალაქე

ლია ხუროშვილი , სამოქალაქო აქტივობების ცენტრის იურისტი

თეონა აქუბარდია, ა/ო"საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი

ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი;

თინათინ მოსიაშვილი, ჟურნალისტი;

ზაქარია ქინქლაძე , მოქალაქე;

ია გეგეშიძე, ჟურნალისტი

გიორგი მგელაძე, სტუდია "მონიტორი"

ხელმოწერები გრძელდება.

შეხვედრა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში



დღეს, ზუგდიდის №67 საოლქო საარჩევნო კომისიაში, არასამთავრო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიებსა და მედიასაშუალებასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სარჩევნო სიების მოწესრიგების საკითხი განიხილეს. ზუგდიდის №67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილე, გიორგი ფიფიას თქმით, შეხვედრები რეგიონებში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით იმართება. რაც კომუნიკაციას შეუწყობს ხელს. „არასაარჩევნო და მშვიდ პერიოდში ხდება ამ საკითხზე მუშაობა. სამწუხაროდ ოპოზიციურ პარტიებს სიების მოწესრიგების საკითხი მხოლოდ არჩევნების დანიშვნის დროს ახსენდებათ.“ - განაცხადა ფიფიამ
შეხვედრაზე, დევნილების სიებთან არსებულ პრობლემებს და მათი მოგვარების გზებზეც ისაუბრეს.
„ლეიბორისტული“ პარტიის ზუგდიდის წარმომადგენლის, თამაზ ჩარკვიანის თქმით, სიების დადგენა არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ხალხისგან დაკომპლექტებით.“ აუცილებელია ამაში ჩაერთოს ოპოზიციური პარტიის წევრები, რადგან არ იყოს არჩევნების მერე ცინიკური დამოკიდებულება, როგორც ეს იყო წინა არჩევნებზე –ამომრჩეველს მიცვალებული ნათესავები საარჩევნო უბნებში ცოცხლები დაახვედრეს.“
შეხვედრის ბოლოს გაწყდა, რომ მსგავსი შეკრებები თვეში ერთხელ გაიმართება, ხოლო მომავალი შეხვედრა 24 ივნისისთვის დაიგეგმა.

ლორა ქობალია